• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ქართულ- ევროპული რესტორანი „ბოტანია“თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებას გეგმავს

by Georgia Today
June 28, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
ქართულ- ევროპული რესტორანი „ბოტანია“თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებას გეგმავს

“ბოტანია” ახალი ქართულ-ევროპული რესტორანია, რომლის დამფუძნებლებიც ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყველასთვის ნაცნობ სარესტორნო კონცეფციას ახალ, ამბიციურ მასშტაბში განიხილავენ. “ბოტანიას” შექმნა ამ ბიზნესისაგან შორს მდგომი, საბანკო სფეროში გამოცდილების მქონე მეგობრების ერთობლივი იდეა იყო. გამოცდილების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია დამფუძნებლებისთვის, რომ თავიდანვე ამბიციურ იდეას შეჭიდებოდნენ, პირიქით, ამ სფეროში ახალბედობა უსარგებლო შიშისაგან ათავისუფლებდათ:

“მიზნად დავისახეთ ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის მთავარი იდეაც ადამიანის, მისთვის სასურველი დროით, მაქსიმალური კომფორტის ზონაში ყოფნა იქნებოდა. ჩვენი კერძები ბუნებრივია, მარტივი და, ამასთანავე, ძალიან დახვეწილი. კონცეფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორი ბალანსია. ქართულ სამზარეულოს, ქართულ გემოებსა და ევროპულ კულინარიას შორის მაქსიმალური თანხმობის მიღწევას ვცდილობთ. ეს არის ნებისმიერის, ადგილობრივისა თუ უცხოელის რეცეპტორებზე მორგებული ქართულ-ევროპული სამზარეულო. მაქსიმალური სიმარტივის, დახვეწილობისა და სხვადასხვა სამზარეულოსა და კულტურის ბალანსის სახალისო ნიმუშად ჩვენი ერთ-ერთი კერძი გამოდგება. ესაა გამომცხვარი კვერცხი ლორსა და ყველში, მოცარელათი. ინგრედინეტებიდან გამომდინარე ეს, ერთი შეხედვით, თბილისური “ჩიჟი-პიჟი” უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რესტორანში ამ კერძს გათანამედროებული და დახვეწილი სახითა და დაბალანსებული გემოთი მოგართმევენ,” – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი, ქეთევან ორველაშვილი.

ძველი გემოების ახლებური ინტერპრეტაცია, შინაურული, ბავშვობიდან ნაცნობი კერძების თანამედროვე ვერსიები, ესაა “ბოტანიას” ამბიცია, რომელსაც თუკი ამ ახლადგახსნილი რესტორნის პოპულარობისა და სტუმრიანობის მიხედვით ვიმსჯელებთ,  რეალური საფუძველი გააჩნია. აქ სერვირება, დოზები, პროპორციები გასტრონომიულად იდეალურადაა გამართული. ამჟამად ობიექტის კერძების მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე „ბოტანიას“ შეფი ანუკი ბოლოთაშვილი ზრუნავს, ის გახსნის დღიდან მონაწილეობს ბრენდის ფორმირებაში.

რესტორნის გარემოც საერთო კონცეფციის ნაწილია. ეს გარემო ხანგრძლივი, ღრმა დიზანირერული გააზრებისა და გულმოდგინედ მუშაობის ნაყოფია. ინტერიერი, განათება, ფერები, ყველაფერი მაქსიმალურად მშვიდია.

„გვინდოდა, ჩვენს სტუმრებს შექმნოდათ მკაფიო შთაბეჭდილება, თუ რა ტიპის რესტორანში მოხვდნენ. ეს არ არის „საქეიფო“ ადგილი, აქ შეგიძლია დღის ნებისმიერ დროს, სასაუზმოდ, სასადილოდ, სავახშმოდ მოხვიდე და მშვიდ, უხმაურო გარემოში მიირთვა. დღევანდელ ქართულ რესტორნებში ერთგვარი მოდაა ძველი ქართული ატმოსფეროს შექმნაზე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენთან, ისევე როგორც კერძების შემთხვევაში, ბალანსია მნიშვნელოვანი. „ბოტანიაში“ იცი, რომ ქართულ გარემოში ხარ, მაგრამ ამასთანავე, აქაურობამ შეიძლება ფრანგული ან იტალიური რესტორნის ინტერიერის ასოციაცია გამოიწვიოს. ესეც განგებ, გააზრებულად გავაკეთეთ.“

აქ მიმტანებს, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, რესტორნის კლიენტებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ, მასპინძლებს უწოდებენ, კლიენტები კი საპატიო სტუმრის პრივილეგიით სარგებლობენ. საბანკო სფეროში გამოცდილება აქაც სასარგებლოდ ტრანსფორმირდა – „ბოტანიაში“ ფოკუსი მუდამ კლიენტზე და მის მოთხოვნაზე, მისთვის მაქსიმალური სიმშვიდისა და კომფორტის განცდის შექმნაზეა.

„ბოტანია“ სულ ახლახანს შეუდგა საქმიანობას, თუმცაღა სტუმრების მრავალფეროვნებასა და სიმრავლეს არ უჩივის.  კონცეფციასთან ერთად, სამომავლო გეგმებიც ამბიციური აქვთ.

„ჯერჯერობით თიბისისთან მხოლოდ საოპერაციო თვალსაზრისით ვთანამშროლობთ, მაგრამ მომავალში გვეგმავთ ობიექტების დამატებას და ამ შემთხვევაში ბანკთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის იმედი გვაქვს. გვინდა მიტანის სერვისის ამუშავება და ამ სერვისში ისეთი საკვების, მაგალითად, ევროპული ღვეზელების დამატება, რომლებიც რესტორნის მენიუში არ გვაქვს. კიდევ ბევრ სიახლეა, რომლის განხორციელებაც გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრენდული განვითარება სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, თიბისის მსგავსი სანდო დასაყრდენი ნამდვილად საჭიროა“, – ამბობს ქეთევან ორველაშვილი.

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Giorgi Bachiashvili: Ivanishvili’s orders led to my kidnapping and 2 days blindfolded

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today