“არტ თრეველი” ერთადერთი ტურისტული კომპანიაა, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა.
“ჩვენ არ შეგვშინებია გამოწვევის და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დიდი რისკი, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის წარმატებას მოგვიტანდა და ასეც მოხდა.
“პანდემიის პერიოდში, ჩვენ ვუმასპინძლეთ ასობით ტურისტს და ყოველდღიურად დიდ ძალისხმევას ვდებთ შემომყავნი ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებასა და წარმატებაში,” აცხადებენ კომპანიაში.
ტურისტული სააგენტო “არტ თრეველი” ქართველ მომხმარებელს და არა მხოლოდ ქართველებს, სთავაზობს ექსკლუზიურ საგზურს ფორმულა 1 ის გრანპრიზე, რომელიც გაიმართება სტამბოლში 8-10 ოქტომბერს.
კომპანიის მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც “ Silver “ ასევე “Gold და Platinum“ კატეგორიის ბილეთები ავია ბილეთთან, სასტუმროსთან და ტრანსფერთან ერთად.
The Art Of Travel დაარსდა, როგორც ბრენდი საქართველოში 2021 წელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ათწლეულების ღრმა გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. მას ჰყავს პარტნიორები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ 97 ქვეყანაში (უძლიერესი და ყველაზე საიმედო მომწოდებლები), რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა გამოფენებში აქტიური მონაწილეობით და გამყვანი და შემომყვანი ტურიზმის მუშაობით.
“მოგზაურობა არ იწყება, როდესაც ტურისტულ პაკეტს შეიძენთ.
ჩვენთვის, თქვენთან ერთად ყოველი დღე მოგზაურობაა.
ჩვენ ვყიდით ემოციებს, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ,” – The Art Of Travel.