• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარლებში ესტონეთში გაემგზავრება

by Georgia Today
January 23, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის პროექტის ფარლებში ესტონეთში გაემგზავრება

სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour Impact Hub პრე-აქსელერატორის ფინალისტი სტარტაპია, რომელიც პროდუქტის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, პროეტის ფარგლებში, ესტონეთში გაემგზავრება.

საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ  და ბიუჯეტურად დაგეგმვა.  TourTour – ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება.

„ჩვენს პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფერის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი. მეორე მხრივ, ჩვენს პლატფორმმაზე სააგენტოებს უჩნდებათ შესაძლებლობა, განათავსონ საკუთაირ შეთავაზებები, მოიზიდონ ტურისტები, შექმნამ მიმზიდველი პაკეტები, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შესაბამისად, კიდევ უფრო განვითარდნენ“, – ამბობს Tour Tour-ის დამფუძნებელი, თემო ჭეიშვილი.

ტურისტული სააგენტოებისთვის TourTour- ზე რეგისტრაცია, ისევე, როგორც ყველა სხვა სერვისი, უფასოა. ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სააგენტოს შეუძლია თვალი ადევნოს სტატისტიკას და დააკვირდეს, რამდენმა ადამიანმა დაათვალიერია მისი შეთავაზებები. სააგენტოები საკომისიოს მხოლოდ მას შემდეგ იხდიან, რაც საინტზე მათი ტური გაიყიდება. შესაბამისად, გამართული, მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმა სააგენტოებისთვის საკუთარი მომსახურების გაყიდვის დამატებით არხს წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ პლატფორმაზე უფასოდ ვათავსებთ სააგენტოების შეთავაზებებს, ვზრუნავთ მათ პრომოუშენზეც სოციალურ ქსელებსა და იუთუბ არხზე. ამ ყველაფერზე ჩვენი მარკეტინგის გუნდი დამატებით მუშაობს. ამით, ერთი მხრივ, თავად მათ ვეხმარებით პოპულარიზაციაში, მეორე მხრივ კი, საკუთარ პროდუქტზეც ვზრუნავთ, რადგან ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სააგენტოების წარმატებას. შესაბამისად, ბუნებრივად ხდება იმ კომპანიების წინ წამოწევა და პოპულარიზაცია რომლებიც სხვებზე უკეთეს პაკეტს სთავაზობენ მომხმარებელს. ამით იზრდება ჯანსაღი კონკურენციაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარებისთვის.“

ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა  TourTour  რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ბაზარზე ჯერ არ დატესტილა, თუმცა კომპანია უკვე ესაუბრა ქართულ ბაზარზე მომუშავე ტურისტულ სააგენტოებს, რომელთაგანაც 52 სააგენტო მზადაა, TourTour-ის ამუშავებისთანავე დარეგისტრირდეს პლატფორმაზე. სტარტაპი ბაზარზე მარტის თვიდან გავა, მანამდე კი დამფუძნებლები ბოლო დეტალების დახვეწაზე მუშაობენ.

სწორედ პროდუქტის დახვეწის მიზნით მონაწილეობს TourTour Impact Hab პრე-აქსელერატორის პროექტში, რომელიც ოქტომბრის თვიდან ეხმარება მონაწილე სტარტაპებს თავიანთი პროდუქტების განვითარებაში.

„როცა პრე-აქსელერატორში მოვდიოდით, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, განგვევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია ერთი მხრივ ინვესტორებთან, მეორე მხრივ კი მომხმარებელთან ურთიერთობისას. პროექტი ამაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, მარკეტინგული კვლევა სწორედ ჩვენი მენტორის რჩევების შედეგად ჩავატარეთ. გარდა ამისა, გავიცანით უკვე წარმატებული სტარტაპერები, საინტერესო სპიკერები და მენტორები, რომლებთან ურთიერთობასაც მომავალშიც გავაგრძელებთ. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოვხვდით იმ სტარტაპების გუნდში, რომელიც იანვარში ტალინში მიემგზავრება ბუტკემპზე, სადაც გვექნება საშუალება, უკვე საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინოთ ჩვენი პროდუქტი. ეს დაგვეხმარება, დავგეგმოთ – როგორ უნდა შევიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდოთ იქაური ინვესტორები.“

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Giorgi Bachiashvili: Ivanishvili’s orders led to my kidnapping and 2 days blindfolded

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today