თუ მოგზაურობას გეგმავ, ეს სიახლე სწორედ შენთვისაა. უკვე შეარჩიე დანიშნულების ადგილი? ალბათ, იმაზეც ნაფიქრი გექნება, რომელი მუზეუმები უნდა მოინახულო, სად დააგემოვნებ ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებს, რომელი კულტურული ძეგლები და ისტორიული მონუმენტები გაქვს სანახავი, რა აქტივობებით შეძლებ დაკავდე, სად გაერთობი და სად განტვირთვას შეძლებ. ამ ყველაფრის ორგანიზებაში mobineX და Ticket Wizz დაგეხმარება.
mobineX-ისა და Ticket Wizz-ის შეთავაზებები
საზღვარგარეთ მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდება მობილური ინტერნეტი. რაც უფრო ადრე დაიჭერ თადარიგს, მით უკეთესი. mobineX-ის დახმარებით როუმინგ ინტერნეტი გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგიძლია შეიძინო და მომდევნო დღეების განმავლობაში საზრუნავი აღარ გექნება. ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის შეძენას mobineX-ის საიტიდან ან აპლიკაციის საშუალებით სწრაფად და მარტივად შეძლებ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტს გაიაქტიურებ, შეგიძლია, პირად კაბინეტში გადახვიდე, სადაც შენი დანიშნულების ადგილის მიხედვით შეთავაზებები დაგხვდება. აქ ნახავ აუცილებლად სანახავი ლოკაციების ბილეთებს. შენთვის, რომ მოგზაურობის დაგეგმვა გაემარტივებინათ, mobineX-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ – Ticket Wizz-მა ეს სერვისები გააერთიანეს და ერთ სივრცეში მოუყარეს თავი. ამიერიდან, ღირსშესანიშნაობების ძიებაში და ბილეთების პოვნაში დრო აღარ დაგეკარგება. სამოგზაურო ინტერნეტის შეძენის პარალელურად ამ საკითხზეც წინასწარ იზრუნებ. ადგილზე ჩასული კი უშფოთველად დატკბები სანახაობით.
როგორ გავხდე mobineX-ელი
ყველა mobineX-ელს აქვს პირადი კაბინეტი, სადაც ტოპ ღირსშესანიშნაობების ბილეთებია ხელმისაწვდომი. იმისთვის, რომ mobineX-ელი გახდე, მარტივი სარეგისტრაციო პროცესი უნდა გაიარო. ამას საიტის საშუალებით ან აპლიკაციით ონლაინ იზამ. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს – სულ ეს არის.
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი
mobineX-ი აბონენტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე სწრაფ და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. როუმინგ პაკეტები სპეციალურად მოგზაურებსა და ტურისტებზეა მორგებული. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე – ულიმიტო პაკეტებს და ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.
Ticket Wizz-ის სერვისები
Ticket Wizz-მა მოგზაურობის დაგეგმვა საგრძნობლად გაამარტივა. ეს არის პორტალი, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ძირითადი ლოკაცია თავისი ბილეთებით. სადაც არ უნდა მოგზაურობდე, ევროპაში, აზიაში, ამერიკასა თუ აფრიკაში, ჩაწერე დანიშნულების ადგილი და დაათვალიერე ტოპ ღირსშესანიშნაობების სია. აქედან თავად შეგიძლია აარჩიო, რომელს ესტუმრები. ბილეთების შეძენას წინასწარ, ონლაინ შეძლებ. ადგილზე ჩასულს უკვე ყველა ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებული გექნება და მაქსიმალურად შეძლებ ტურით სიამოვნება მიიღო.
შეჯამება
mobineX-ი და Ticket Wizz-ი პარტნიორობის ფარგლებში ქართველ მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო უმარტივებენ. ამიერიდან ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურების სერვისი და აუცილებლად სანახავი ლოკაციების ბილეთები. შეხვალ საიტზე, შეიძენ MB-ებს, გადახვალ პირად კაბინეტში და ამ ადგილის ღირსშესანიშნაობების ბილეთების სია დაგხვდება. ასე დროსაც დაზოგავ და უფრო მშვიდად იქნები, რადგან დასვენების პერიოდში ლოჯისტიკური საკიხების მოგვარებაზე აღარ მოგიწევს ფიქრი.