• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

by Georgia Today
December 24, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა

„ნოვამ“ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% – 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს.

მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.

სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ” Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო.

“მიხარია, რომ “ნოვამ” კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯი გადადგა და პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. ეს ემისია ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, „ნოვა“ კი სანდო კომპანიაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, როგორიც EBRD-ია. ამ პროცესში თიბისი კაპიტალი კომპანიებს სრულყოფილ პარტნიორობას სთავაზობს: რეიტინგის მოპოვებიდან – ობლიგაციების გამოშვებამდე. ვცდილობთ, ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესს პროცესები გავუმარტივოთ და მათთვის დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროები შევქმნათ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„EBRD-ის ინვესტიცია “ნოვა ჯგუფის” სადებიუტო ობლიგაციებში ასახავს ბანკის ერთგულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებასა და კერძო სექტორის ზრდის მხარდაჭერას. გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვითა და კორპორატიული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და გამჭვირვალე ფინანსური გარემო, რომელიც ერთდროულად სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე ინვესტორებს”, – ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

„ჩვენთვის ეს არის ისტორიული ნაბიჯი – „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული განთავსება წარმოადგენს ობლიგაციების პირველ საჯარო ემისიას სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ემისია ძალიან მოკლე დროში განხორციელდა და დასრულდა ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და სანდოობას. გვინდა, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება ყველა იმ ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შეიძინეს „ნოვას“ ობლიგაციები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული ინვესტორის – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიმართ. მადლობას ვუხდი თიბისი კაპიტალს პროფესიონალური მხარდაჭერისთვის – რეიტინგის მოპოვებიდან ობლიგაციების წარმატებულ განთავსებამდე. მოზიდული სახსრები საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და გავაგრძელოთ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა“,-  ედიშერ ხიმშიაშვილი, “ნოვას“ გენერალური დირექტორი

„ნოვა“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე.  კომპანიის ფილიალები  საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

 

 

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ   
GEO

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ  

February 5, 2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
GEO

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

February 4, 2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ  ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს
GEO

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს

February 4, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

9 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Steve Witkoff: Russia and Ukraine agree on exchange of 314 prisoners

Georgian model Matilda Gvarliani becomes new face for Dolce & Gabbana

Pashinyan and Aliyev receive Zayed Prize for peace efforts

Polish Prime Minister Donald Tusk arrives in Kyiv

Talks resume in Abu Dhabi between Ukraine, the US, and Russia

Exhibition on European travelers’ journeys to the East opens at National Library’s Book Museum

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today