• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

ინფორმაცია, ომი და ადამიანი

by Georgia Today
March 8, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
ინფორმაცია, ომი და ადამიანი

თანამედროვე ეპოქაში ომის ტრადიციულმა ფორმამ ციფრული სახე მიიღო. დღეს ადამიანები იარაღის ნაცვლად შესაძლოა იყენებდნენ სიტყვებს, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმასა და ყალბ ფოტო/ვიდეო მექანიზმებს იმისათვის, რომ შექმნან დამაზიანებელი ნარატივი, იმოქმედონ  სხვა ადამიანის ფსიქიკაზე და გამოიყენონ ინდივიდებისათვის მეტად სენსიტიური საკითხები, რათა საბოლოო ჯამში განახორციელონ საკუთარი მიზნები. გარკვეულ შემთხვევებში ადამიანებმა, შესაძლოა, არც კი იცოდნენ, რომ ის, რისიც მათ ღრმად სწამთ, არის დეზინფორმაცია. დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, ხორციელდება ონლაინ, თუმცაღა მისი შედეგები საკმაოდ რეალური და  ხელშესახებია.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მეტად მძიმე  მოვლენამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ინფორმაციული ნაკადების გავლენას საზოგადოებაზე. ამერიკული არაკომერციული  პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი ,,რენდის კორპორაცია’’ (,,RAND Corporation’’) აქვეყნებს  კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ დაიწყეს ომში მონაწილე მხარეების შესწავლა იმის გარკვევის მიზნით, თუ რომელი მხარის ნარატივი იყო უფრო დამაჯერებელი. რენდის კორპორაციამ  გამოიყენა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც შეისწავლა მესიჯები საჯარო და სამხედრო პირების მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მოწინააღმდეგის მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ მხარეებმა საკუთარი გავლენების მოსაპოვებლად განსხვავებული სტრატეგიები გამოიყენეს. უკრაინელი ლიდერები უკავშირდებოდნენ სამიზნე აუდიტირიას ყველა შესაძლო პლათფორმის გამოყენებით, ხოლო რუსეთი თავისი მესიჯის აუდიტორიამდე მისატანად იყენებდა ტელევიზიას. კვლევაში მოყვანილი დასკვნებისა და დასავლელი პოლიტიკოსების ფართო სპექტრის მოსაზრებით, რუსულ-უკრაინულ ომში გარდატეხა მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ საინფორმაციო ომში უპირატესობა მოიპოვა. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ომის დინამიკა და აქტორებმა ირწმუნეს, რომ უკრაინას აქვს საინფორმაციო ველზე დომინირების უნარი, რამაც არსებითად გაზარდა მის მიმართ განხორციელებული მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის რაოდენობა.

ხშირად დღევანდელობას პოსტ-სიმართლის ეპოქად მოიხსენიებენ ხოლმე, რაც გულისხმობს, რომ ადამიანები მეტწილად საკუთარ გრძნობებსა და სუბიექტურ დამოკიდებულებებს ეყრდნობიან და არა სხვადასხვა მტკიცებულებებით გამყარებულ მოსაზრებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წინა პერიოდში ადამიანები დებდნენ უზარმაზარ ძალისხმევას იმისათვის, რომ მიეღოთ ინფორმაცია, ხოლო ახლა იგი  თავად მოდის ჩვენამდე. განსხვავებულმა და რადიკალურმა მოსაზრებებმა გააღრმავა პოლარიზაცია, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაშიც კი შესამჩნევია, სადაც CNN და FOX NEW ინფორმაციას განსხვავებული ჭრილიდან აშუქებენ. გარკვეული დოზით ყველა მხარე შეიძლება იყოს მართალი, რაც პოლარიზაციის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია. პოლარიზაცია გავლენას ახდენს მედიაზე, ხოლო მედია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ადამიანები პირველ რიგში წყვეტენ თუ რისი სჯერათ, ხოლო შემდეგ თავიანთი  ინტერესებიდან გამომდინარე  უყურებენ იმ ტელევიზიას, რომელიც ემხრობა და კიდევ უფრო აძლიერებს მათ შეხედულებებს.

დეზინფორმაცია არ არის შემთხვევით განვითარებული პროცესი. მისი აღზევება მეტწილად ტექნოლოგიური წინსვლით არის განპირობებული. როგორც ვიცით, დეზინფორმაციის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს. დეზინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც მცდარია და ადამიანმა,  რომელიც მას ავრცელებს, იცის,  რომ მცდარია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად გვეუბნებიან ტყუილს. თითოეულ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმა, თუმცაღა მიზანი არის ერთი, დააჯერონ ადამიანები იმაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, გავლენა მოახდინონ ადამიანის აზროვნებაზე და წარმართონ მისი გონება ისე, რომ მან დაიჯეროს ესა თუ ის ყალბი ამბავი. სოციალური ქსელები ინფორმაციის მიღების ყველაზე სწრაფი საშუალებაა და ხშირად ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას  წყაროს  და  იჯერებენ მოწოდებულ ამბავს. იმისათვის, რომ იგი სარწმუნოდ მივიჩნიოთ, საჭიროა, ვიცოდეთ, თუ რომელი წყაროდან მოდის ის. ჩვენ უნდა ვიყოთ საკმაოდ კრიტიკულნი ინფორმაციის გამავრცელებლის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვრცელდება ინფორმაცია სოციალური მედიით, რომ დედამიწაზე გაურკვეველი წარმოშობის უცხო სხეული შემოიჭრა. გავრცელებულ ინფორმაციას ახლავს შესაბამისი ფოტო თუ ვიდეო მანიპულაცია, რომელიც ამბავს მეტად დამაჯერებელს ხდის ადამიანებისათვის, თუმცაღა იგი სიმართლეს არ შეესაბამება.

მისინფორმაციის შემთხვევაში საქმე  სხვაგვარადაა,  ეს არის ინფორმაცია, რომელიც მცდარია, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც მას ავრცელებს, თვლის, რომ ეს სიმართლეა. შესაძლოა მოხდეს არა რაიმე ცუდი განზრახვით, არამედ შემთხვევით. მაგალითად, როდესაც ვინმეს არასწორად ესმის რაიმე ტიპის ინფორმაცია და სჯერა, რომ იგი სიმართლეა, ავრცელებს იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი მას ესმის. ამის  ყველაზე ბანალური მაგალითი შეიძლება იყოს თქვენს ირგვლივ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც მეგობარი, რომელმაც სხვა ადამიანისგან გაიგო, რომ  ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ჩაიცვას მწვანე ტანსაცმელი ქუჩაში გასვლისას. მას გულწრფელად სჯერა, რომ ეს ასეა და ამის შესახებ თქვენც გატყობინებთ. მას არ გააჩნია ცუდი განზრახვები, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, არის ყალბი.

მალინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება რეალობას, მაგრამ გამოიყენება ადამიანის, ორგანიზაციის ან ქვეყნისთვის ზიანის მიყენებისთვის. მალინფორმაციას ხშირად მიიჩნევენ რეპუტაციული ზიანის მომტანად, რომელიც შეიძლება იყოს ორიენტირებული  სხვადასხვა მიმართულებით, როგორც კომპანიის აგრეთვე ცალკეული პირების მიმართ. დავუშვათ, რომ  უთანხმოება გაქვთ თქვენს კოლეგა ნინოსთან და ნინო გივრცელებთ ინფორმაციას სამუშაო სივრცეში ყველანაირი კონტექსტის გარეშე, რომელიც  შეეხება თქვენს პირად პრობლემებს და ამის გამო თქვენ შეგექმნათ უსიამოვნებები სამუშაო სივრცეში. მაშასადამე, მისი მიზანი იყო თქვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამხელა ძალა აქვს ინფორმაციას და როგორი მარტივია, შევცვალოთ ადამიანების აღქმა ინფორმაციის მეშვეობით.  ადამიანმა როცა იცის, როგორ გაარჩიოს ყალბი ამბავი ნამდვილისგან და იცის, რომელ წყაროს ენდოს, ასეთ პიროვნებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არის მედიაწიგნიერი. მედიაწიგნიერება თავის მხრივ არსებითად მნიშვნელოვანია ჯანსაღი აზრის ჩამოსაყალიბებლად თანამედროვე, მეტად კომპლექსურ საინფორმაციო გარემოში.

რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა კგბ-ს ყოფილი აგენტი იური ბეზმენოვი, რომელიც ღიად მოყვა საკუთარ საქმიანობაზე და გაშიფრა ის კომპლექსური სქემა, რომლითაც რუსული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ხელმძღვანელობდა. მან ახსნა, თუ რაში და როგორ გამოიყენებოდა ინფორმაცია, ეგრეთ წოდებული რბილი ძალა. პროპორციული თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ,  კგბ-ს  15% იხარჯებოდა დაზვერვაზე, ხოლო დანარჩენი 85%  იყო ნელი პროცესი, რომელსაც თავად ბეზმენოვის თქმით, ეწოდება იდეოლოგიური დეგრადაცია, აქტიური ღონისძიებები ან ფსიქოლოგიური ომი. მოქმედებების მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამიზნე ჯგუფმა, ინფორმაციის სიუხვიდან გამომდინარე, ვერ მოახერხოს გონივრული დასკვნის გამოტანა საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის დასაცავად. ეს არის ტვინის გამორეცხვის პროცესი რომელიც 4 ეტაპად ხორციელდება.

პირველი ეტაპი დემორალიზაციაა, რომლისთვისაც საჭიროა 15-20 წელი, ვინაიდან ეს არის წლების მინიმალური რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც აღიზრდება მოსწავლეთა ერთი თაობა, რათა მათ შთაუნერგო საკუთრი იდეოლოგია. ამ თაობის წარმომადგენლები, გარკვეული დროის შემდგომ, იკავებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობს, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საქმიანობა, ბიზნესი, მას-მედია, საგანმანათლებლო სისტემა. მათი გონება დაბინძურებულია და მათი აღქმისა და ლოგიკური ქმედებების შეცვლა არის შეუძლებელი. დემორალიზაციის პროცესი შეუქცევადია და ამ თაობისგან გასათავისუფლებლად კიდევ ერთი 15-20 წელიწადია საჭირო ახალი თაობის აღსაზრდელად,  საღად მოაზროვნე ადამიანების, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედებენ. დემორალიზებულ ადამიანს არ შეუძლია ნამდვილი ინფორმაციის ფლობა. მისთვის ფაქტები არაფრისმთქმელია, სულაც რომ დავუდასტუროთ დოკუმენტურად არსებული რეალობა, მაინც არ დაიჯერებს, ,,იმ მომენტამდე სანამ დიდ პანჩურს არ მიიღებს გასიებულ უკანალში, როდესაც სამხედრო ჩექმა ძვლებს დაუნგრევს’’, როგორც თავად ბეზმენოვი აღნიშნავს  და სწორედ ეს არის დემორალიზაციის ტრაგიკული ასპექტი.

მომავალი ეტაპი დესტაბილიზაციაა – მტერს აღარ აინტერესებს შენი იდეები და შენი აზროვნება. ერის დესტაბილიზაციას სჭირდება 2-5 წელი, როდესაც აუცილებელ წერტილებს უნდა დაარტყა, რომლებიცაა: ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა.

შემდეგი ეტაპია კრიზისის შექმნა. ქვეყნის კრიზისამდე მიყვანას შეიძლება ექვს კვირამდე დასჭირდეს. ამ პერიოდში საზოგადოება ბევრად მარტივად იღებს განსხვავებულ იდეებს.  ხოლო კრიზისის შემდეგ იწყება ეგრეთ წოდებული ნორმალიზაციის პროცესი, როდესაც საზოგადოებრივი ცნობიერება ექცევა სასურველ იდეოლოგიურ ჭრილში.

იმისათვის, რომ ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული და დაცული დეზინფორმაციისგან, საჭიროა იცნობდეს პროპაგანდისტულ მექანიზმებსა და ნარატივებს, რომლებიც საზოგადოებრივი პოლარიზაციის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მედიაწიგნიერი საზოგადოება, რომელიც ასხვავებს, თუ რა არის პროპაგანდა და რა არის რეალობა, ნაკლებად დგება მსგავსი გამოწვევების წინაშე. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაანალიზება და სწორი  წყაროების  ცოდნა, რაც, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი საინფორმაციო გარემოს უპირობო გარანტი იქნება.

გამოყენებული წყაროები:

https://www.rand.org/pubs/research_reports/RRA2032-1.html

https://www.mediadefence.org/ereader/publications/introductory-modules-on-digital-rights-and-freedom-of-expression-online/module-8-false-news-misinformation-and-propaganda/misinformation-disinformation-and-mal-information/

ავტორი: მარიამ კახაძე, ფრილანსერი ჟურნალისტი

ShareShareTweet

Related Posts

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
GEO

მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

May 30, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 30, 2025
თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს
GEO

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

May 30, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

“Ukraine Has No Choice But to Fight”: Shekhovtsov on Why Surrender Means National Erasure

MIA: Nika Melia detained on administrative charges

Ukraine Latest: Drones, Drills, and Diplomacy

British Journalist Barred from Georgia after Investigating Links to Sanctioned Russian Oligarch

The Blooming Electric Now: How DOCA Film Club’s ‘New Georgian Films’ Program Captures a Nation Mid-Transformation

ZEG Festival returns to Tbilisi with future-focused storytelling

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today