• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი, სათხილამურო ფედერაცია და სილქნეტი ერთად უმასპინძლებენ ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს

by Georgia Today
December 23, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი, სათხილამურო ფედერაცია და სილქნეტი ერთად უმასპინძლებენ ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს

თიბისიმ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის 19 თებერვალი – 5 მარტის პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ხოლო პარტნიორები – თიბისი და სილქნეტი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის სპორტის მთავარი მოვლენაა, რადგან საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა უფლება, რომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გადაწყდა.

„თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც დიდი და კარგი საქმეები კეთდება. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ სათხილამურო ფედერაციასთან და სილნეტთან პარტნიორობის ფარგლებში ვუმასპინძლებთ ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ისტორიული მოვლენაა. თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპოულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ მიზნით, არაერთი პროექტის ინიციატორი, მხარდამჭერი და პარტნიორები ვართ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობას იძლევა, რათა თიბისიმ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს სპორტული აქტივობების პოპულარიზაციაში და ჩაერთოს მთავარი სპორტული მოვლენების ორგანიზებაში“ – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

“20 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ჯგუფი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი კომპანია სილქნეტი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საქმეში. ჩვენი მხარდაჭერით ფედერაცია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის და ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის, პოტენციალის ამაღლებას და ზამთრის სპორტის პოპულარობის გაზრდას ახალგაზრდა თაობებში. ეს ნამდვილად დიდი საქმეა და მიხარია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში დღეს ღირსეული პარტნიორი – თიბისი შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერით უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და კერძო სექტორის ჩართულობით დღეს უკვე შესაძლებელია იმ ოცნების რეალობად ქცევა, რაც რამდეიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო.” – გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

 

 

 

ShareShareTweet

Related Posts

GEO

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

September 26, 2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა
GEO

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა

September 26, 2025
დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
GEO

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

September 26, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

5 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Court sentences poet Zviad Ratiani to two years in prison after amending charge

Doctor and academician Giorgi Chakhunashvili detained in connection with October 4 events

Babiš’s Big Return: Czech Elections Reshape Political Landscape, Georgian Dream Unlikely to Reap any Benefits

Exhibition of Wekua and Djorjadze’s Works from the ATINATI Collection at the ATINATI Cultural Center

13 more people charged in connection with October 4 violence at Presidential Palace

UN Human Rights Council adopts resolution on Georgia’s occupied territories

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today