• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

by Georgia Today
July 3, 2025
in GEO
Reading Time: 2 mins read

გარკვეული დროებითი ეფექტი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან, კვლავ ლარის გამყარების ზეწოლის პარალელურად

 

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შეფასება. უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ 24 ივნისს გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ძალაშია. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავებიდან დამატებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გასულ ორ კვირას, რასაკვირველია, გავლენა საქართველოზეც ჰქონდა, რის რეალურ დროში შეფასებასაც მოცემულ პუბლიკაციაში წარმოვადგენთ.  

 

ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებით – მათ შორის, ე.წ. უახლესი ინდიკატორების, Google-ის საძიებო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინტერვენციების შეფასების ჩათვლით – ვლინდება, რომ ტურიზმიდან შემოსავლები ივნისის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა შეზღუდული ხანგრძლივობითა და მასშტაბით, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ აღდგენის ნიშნები უკვე სახეზეა. ამავდროულად, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო დღეებში გარკვეულწილად მოიმატა. კონფლიქტის გამწვავების საწყის დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის ორი ძირითადი არხი იყო განხილული: უცხოური ვალუტის შემოდინებები და ნავთობის ფასი.

 

ე.წ. უახლეს ინდიკატორებზე – კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზე – დაყრდნობით, 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება სახეზეა. თუმცა, კლება მასშტაბური არ ჩანს და, 23 ივნისის შემდგომ, მცირედი ზრდაც შეინიშნება. ამავდროულად, 12 ივნისამდე არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ ძლიერად იზრდებოდა, ამიტომ, მიუხედავად შენელებისა, ივნისში ხარჯები ჯამურად, როგორც ჩანს, მაინც მაისზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესზე მიუთითებს. ისრაელი (ბოლო ოთხ კვარტალში მთლიანი შემოდინებების 5.3%) და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი (8.9%) საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, ასევე იკვეთება სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციებიდან, რომლებიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივნისში, მათ შორის თვის მეორე ნახევარში, კვლავ მასშტაბური იყო, ეს კი ძლიერი დანაკლისის პარალელურად რთულად სავარაუდო იქნებოდა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბარათებით არარეზიდენტების ხარჯებში ისრაელის მოქალაქეთა წილი ბოლო პერიოდში მზარდია.

 

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, კონფლიქტის გამწვავებისას ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.

 

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის უცხოური ვალუტის შემოდინებებსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებული არგუმენტები კარგად ნაცნობია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიახლეც: აშშ დოლარის სტატუსის ცვლილება. როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება ადრინდელთან შედარებით დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი „ცუდ დროს“ უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებას წარმოადგენს. მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა შედარებით ნაკლებად ვიდრე ადრე, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილების გამო. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.

 

ახლა კი ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:  ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ ჩვენს მოლოდინებზე მაღალი რჩება, ინფლაცია გარკვეულწილად მომატებულია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორები ნარჩუნდება, ხოლო სებ სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შეძენას განაგრძობს. საქსტატის მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, უნაღდო დანახარჯები მაისში გაიზარდა და, დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ივნისშიც უფრო ძლიერი იქნება.

 

ამავე დროს, ინფლაცია გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალია, მათ შორის მაისშიც. ადგილობრივად წარმოებულ და შერეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, განსაკუთრებით საკვებზე, კი ასევე იზრდება. საპირისპიროდ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებს ყველაზე ზუსტად ასახავს, მაისში თითქმის უცვლელი იყო, თუმცა წინა თვეებში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. თიბისის კაპიტალის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 4.1%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 4.5% იქნება. ინფლაციის გაზრდილ პროგნოზს დიდწილად საკვებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, გლობალურ ბაზრებზე დინამიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ფაქტორებსაც ასახავს, კერძოდ მოსავლის კუთხით არსებულ სირთულეებს.

 

რაც შეეხება ლარს, წინა ყოველთვიურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერი სამი ძირითადი ფაქტორი იყო გამოყოფილი: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. ყველა ეს ფაქტორი კვლავ ლარისთვის პოზიტიური დინამიკით ხასიათდება: წმინდა შემოდინებები გაუმჯობესდა, ლარის დეპოზიტები გაიზარდა, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. პარალელურად, სებ სავალუტო რეზერვების მოცულობით შევსებას განაგრძობს. მაისში შესყიდვებმა 245 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო სამ თვეში კი ჯამური შენაძენი 613 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლების დროებით შესუსტების მიუხედავად, ინტერვენციები ივნისშიც გრძელდება.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე .

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
GEO

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

July 11, 2025
GEO

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

July 9, 2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
GEO

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

July 8, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Salome Zurabishvili Rejects Both Election Participation and Boycott as Futile Political Theater

The Point of No Return: Aslan Ismailov on Why Azerbaijan Is Done with Putin’s ‘Russkiy Mir’

Speaker: Today’s Brussels is all about confused values

Georgian PM: EP resolution shameful, EU bureaucracy must be held accountable

EP adopts resolution on Georgia, urging sanctions and new elections

Rasa Juknevičienė: I hope EU acts soon on sanctions against Georgian regime

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today