• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

by Georgia Today
September 28, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა – ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო მოთხოვნის დაბრუნება კვლავ მხოლოდ მოლოდინია მაშინ, როდესაც მარაგების შევსებისათვის საკრედიტო მოთხოვნის ზრდა უკვე სახეზეა, რაზეც იმპორტის აღდგენის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, სესხების ზრდაში უცხოური ვალუტის წვლილი მატულობს, რაც ლარს და ზრდას სტიმულს აძლევს, თუმცა სამომავლოდ მოწყვლადობის გარკვეულ მატებასაც იწვევს. 2021 წლისათვის თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ სესხები 18%-ით, ან სავარაუდოდ უფრო მეტადაც კი გაიზრდება, რაც მაინც ნაკლებია ვიდრე ამავე წელს ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო 21.2%-ით მატება.

გასულ კვირას გამოქვეყნებული მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა, წინა თვეებთან შედარებით, მცირედით მეტი იყო. ეს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დასტაბილურების დამატებითი არგუმენტია, ვინაიდან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკა სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე სავარაუდოდ მომავალ წელსაც, ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისიწინებს. აღნიშნულის არგუმენტებია შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით. ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები, მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს. ამდენად, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით, უფრო მეტ მიწოდებაზე მიანიშნებს. მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება.

გასული კვირა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ, ლარისათვის პოზიტიური არ იყო. Fed მოსალოდნელზე უფრო მკაცრი იყო, თურქეთში კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და ევრომ, ლირამ და რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნაწილი დაკარგა. სავალუტო რისკის აღებისას, ევრო/დოლარის PPP მაჩვენებლის გათვალისიწინებით, დივერსიფიცირება კვლავ ოპტიმალური ჩანს, თუმცა განსაკუთრებით ბიზნესისათვის ევროს შედარებით მეტი წილით, ვინაიდან, როგორც წესი, ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ. ამასთან, ევრო – კარგ დროს, დოლარი კი ცუდ დროს მყარდება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მოსაზრება კალათაში ლირისა და რუბლის დამატების შესახებ, კვლავ აქტუალურია. ასევე გონივრული გადაწყვეტილებაა ლარის თუნდაც გარკვეული წილი, როგორც სესხების, ასევე ინვესტირების კუთხით, როდესაც მიზანი, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთისა და, მეორე მხრივ, რისკის გათვალისწინებით ოპტიმალური ბალანსის მიღწევაა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 27 სექტემბრის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე –  Tbccapital.ge

ShareShareTweet

Related Posts

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს
GEO

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

May 12, 2025
GEO

თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი

May 12, 2025
GEO

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

May 12, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

6 days ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgian Parliament slams U.S. ‘MEGOBARI Act’ as hostile, blames ‘deep state’

Georgia reportedly revokes gun permits for Georgian fighters in Ukraine after Russian court order

Missing British Teen Bella Culley, 18, Faces Life Sentence in Georgia Over Major Drug Smuggling Charges

Court replaces bail with pre-trial detention for former defense minister Irakli Okruashvili

MIA issues warning of water level drop in Mtkvari River amid ongoing rescue operations

Zurabishvili: Open letter shows GD’s anxiety, doubts US president will read it soon

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today