• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

by Georgia Today
October 27, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

 

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 და 21 ოქტომბერს ბათუმსა და ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო „როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!“ ასობით სკოლის მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი დაესწრო.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა სპიკერებმა –  ანასტასია კვინიკაძემ, სტეფანე გურგენიძემ, ნინი მოდებაძემ, დავით ჩეჩელაშვილმა, სალომე შეყილაძემ, პაკო ტაბატაძემ და მარიკა სიხარულიძემ – აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექ განათლებასა და მისი განვითარების გზებზე.

ღონისძიების დასასრულს, თიბისის ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, თანატოლებს, გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ თიბისის განათლების პროგრამა ტექში პირველი ნაბიჯების გადადგმაში და როგორ ისწავლეს აპლიკაციების, ჩატბოტების და ვებგვერდების აწყობა.

„გაზაფხულზე გავიარე თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსი, კერძოდ ჩატბოტების შექმნა.  პირველი ჩატბოტი, რომელიც სასწავლო პროცესის დროს ფინალურ ეტაპზე ავაწყვე, არის „ექიმი“. მისი შექმნის პროცესში მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე სამედიცინო სფეროზე და ასე გავიღრმავე ცოდნა. ჩატბოტი „ექიმი“ ფლობდა მრავალ სამედიცინო საკითხს და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. შემდეგ, კურსზე მიღებული ცოდნა პროდუქტიულად გამოვიყენე და სასკოლო პროექტის ფარგლებში, დამოუკიდებლად შევქმენი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩატბოტი, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩატბოტების შექმნის პროგრამის გავლის შემდეგ დავრეგისტრირდი თიბისის გრაფიკული დიზაინის კურსზე. ეს სფეროც საკმაოდ მაინტერესებს და ახლა სწავლის პროცესში ვარ“ – ქეთი ტარიელაძე, ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე.

„თიბისის ტექ განათლების კურსის გავლის შემდეგ, შევქმენი ჩატბოტი „მათემატიკის გურუ”. ჩატბოტი ფლობს ყველა ინფორმაციას, რათა აბიტურიენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მიიღონ ინფორმაცია როგორც გეომეტრიული, ასევე ალგებრული ამოცანების, ასევე ფუნქციების, დამტკიცებების და თეორიების შესახებ. ამავდროულად, ჩატბოტს შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია წიგნებსა და იმ დამხმარე მასალებზე, მათ შორის ვიდეო გაკვეთილებზეც, რაც მათთვის საჭირო და სასარგებლო იქნება. „მათემატიკური გურუ“ აერთიანებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ მასალებს და დაინტერესების შემთხვევაში შესაფერისი ამოხსნის ტიპებზეც გვაწვდის ინფორმაციას“ – თეკლა მამაგეიშვილი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე.

თიბისიმ ტექნოლოგიური განათლების ონლაინ კურსები გაზაფხულზე დაიწყო და სწავლების პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 600 უფროსკლასელი გადაამზადა. ამჯერად, ტექნოლოგიური განათლების კურსებზე, 650 უფროსკლასელი სწავლობს ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას, ციფრულ კომუნიკაციას, გრაფიკულ დიზაინს, ვიზუალურ კომუნიკაციას და UI/UX დიზაინს.

თიბისი აგრძელებს ახლი თაობის მხარდაჭერას და მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, უახლოეს მომავალში ტექ-დღეების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ShareShareTweet

Related Posts

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
GEO

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

July 24, 2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით ქეთი ქუთათელაძე
GEO

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

July 24, 2025
EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
GEO

EUROMONEY-ს მორიგი აღიარება – თიბისიმ საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

July 23, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Former GD MP Luka Kurtanidze arrested after abusing his ex-wife

Multinational military exercise Agile Spirit 2025 officially launches in Georgia

UK Embassy: Georgian Dream distancing from West as Russian threat persists

Visa barriers for parents undermine Georgia’s international student boom

EP: No recognition of Georgian gov’t until free, fair elections held

MIA: 17 detained under administrative procedures on Tvalchrelidze Street

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today