• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისიმ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა

by Georgia Today
October 27, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისიმ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა

თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქალ მეწარმეთა პროფილებისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის მიგნებები წარადგინეს. ბაზრის სეგმენტაციის კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ A2F Consulting თიბისისთან თანამშრომლობით და EBRD-ის დაფინანსებით ჩაატარა.

ღონისძიება თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა გახსნეს.

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თიბისისთვის არის მეწარმეების მხარდაჭერა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. წლებია, ვზრდით ჩვენს მდგრად პორტფელს, რომლის ნაწილიც არის ქალ მეწარმეთა დაფინანსება. არაერთი წარმატებული მეწარმე ქალია დაფინანსებული  ჩვენი „სტარტაპერის“ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი სერვისები მიმართულია ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იმ მიზნით, რომ მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და თვითრეალიზება შეძლონ, და ამით, წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

“ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარება შეიძლება იქცეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და გახადოს ეკონომიკა უფრო ინკლუზიური და მდგრადი – რაც EBRD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროექტი განგვეხორციელებინა  ჩვენს სანდო პარტნიორთან – თიბისი ბანკთან ერთად. პროექტი ადასტურებს, რომ როგორც EBRD, ისე თიბისი ბანკი, მხარს უჭერს  ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდითა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“ – განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თიბისის პარტნიორი მეწარმე ქალები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე – „ქალ მეწარმეთა ბიზნეს პოტენციალი საქართველოში – გამოწვევები და შესაძლებლობები“. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, EBRD-ის ინკლუზიური ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანჩესკა დალა პოცა, თიბისის მომხმარებელი ქალი მეწარმე, შპს „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელი თინათინ ხუციშვილი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.

პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მეწარმეობის კუთხით არსებულ გამოწვევების, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვეს ფინანსური სექტორისა და სახელმწიფოს როლს ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში განხორციელებულ 287 პროექტში, რომელთა 81% კერძო სექტორზე მოდის.

ShareShareTweet

Related Posts

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
GEO

 თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

March 3, 2026
GEO

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

March 3, 2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
GEO

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

March 1, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

10 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Israel warns any new Iranian leader will become “target for elimination”

Armenian PM Pashinyan says he met Georgian PM Kobakhidze in informal setting

Gakharia for Georgia: Party will continue independent political fight against Georgian Dream

Israeli military says it struck Iranian government complex in Tehran

Europe Press Freedom Report: Situation in Georgia “deteriorated at an alarming rate” in 2025

Greece detains Georgian national over alleged espionage at US naval base in Crete

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today