24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმიტი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა. პატი სმიტმა ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა.
მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს.
ლეგენდარული არტისტი პატი სმიტი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესთსელერ „Just Kids”-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმიტს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი ვარჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა.
პროექტი CORRESPONDENCES პატი სმიტსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხელებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა.
წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.