ესთეკის ცენტრ Per Te-ს ორი წელი შეუსრულდა, იუბილე კი უფრო მეტი თანამშრომლითა და მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზებების წარდგენით რესტორან ემოციაში აღნიშნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Per Te კვლავ აგრძელებს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან შეთავაზებებსა და სამომხმარებლო პაკეტებზე განუწყვეტელ მუშაობას და 2024 წელს კიდევ უფრო გაზრდილი გუნდით ბევრ სიახლეს გპირდებათ. დეტალური ინფორმაციისთვის GEORGIA TODAY გაესაუბრა Per Te-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ნათია აბულაშვილს.
Per Te პანდემიის პირობებში გაიხსნა და, მიუხედავად ამისა, ძალიან მალე მოიპოვა საზოგადოების მხრიდან სიყვარული. ხომ ვერ გვეტყვით, რა არის თქვენი ესთეტიკის ცენტის წარმატების საიდუმლო?
უპირველეს ყოვლისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი გამოირჩევა კვალიფიციურობითა და მომხმარებლისადმი ლოიალურობით. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ იმ ადამიანს, რომლიც Per Te-ში მოდის, შევთავაზოთ მისთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის პროცედურა და, რაც მთავარია, ყოველივე ეს გავაკეთოთ უახლესი აპარატურითა და საუკეთესო პროდუქციით. არ მომერიდება და გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი თითოეული თანამშრომელი შედეგზე ორიენტირებული თავისი საქმის პროფესიონალია, რაც აგრეთვე უზრუნველყოფს მომხმარებლების მხრიდან ნდობასა და მათ Per Te-სადმი სიყვარულს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც აქტიურად ახორციელებს Per Te. რა მიზანს ისახავს იგი?
ჩვენი საქველმოქმედო პროექტები მიზნად ისახავს გააძლიეროს ის ქალბატონები, რომლებიც არიან ქალთა ფონდ „ფემინას“ ბენეფიციარები, ძალადობის მსხვერპლნი, მარტოხელა დედები ან სოციალურად დაუცველები. წელიწადში რამდენიმეჯერ Per Te მსურველებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გეგმავს თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შემდგარ მრავალფეროვან კურსებს, რათა მათ ჰქონდეთ საკუთარი პროფესია, დასაქმდნენ მარტივად და გახდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით დამოუკიდებელნი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც აქტიურად ვზრუნავთ, კერძოდ, ისინი, ვინც წარმატებით დაასრულებენ ჩვენთან სწავლას, ვიტოვებთ, როგორც თანამშრომლებს, ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ესთეტიკის ცენტრებთან, რომლებსაც ასევე დიდი სურვილი აქვთ ჩვენთან გადამზადებული ქალბატონები დაასაქმონ.
საქველმოქმედო პროექტების პარალელურად Per Te-მ 2023 წელს არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, მათ შორის ერთ-ერთი „ბიზნეს კონსულტანტია“, რას გულისხმობს იგი და რა შესაძლებლობებს იძლევა?
მოგეხსენებათ, ჩვენი სასწავლო კურსების წარმატებით გავლისა და ჩვენთან მიღებული ცოდნის შედეგად არაერთმა ქალბატონმა თავისი ესთეტიკის კაბინეტის გახსნა შეძლო როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, დაგვეწყო კიდევ ერთი პროექტი „ბიზნეს კონსულტანტი“, რომლის ფარგლებშიც მსურველებს გავუზიარებდი საკუთარ გამოცდილებას და მივცემდი იმ საბაზისო ცოდნას, რაც საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად და ხარისხიანი აპარატურის შესაძენად დასჭირდებოდათ.
და ბოლოს, გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმებისა და იმ შეთავაზებების შესახებ, რომლებსაც Per Te თავის ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზებს.
ვინაიდან, ჩვენი გუნდი უწყვეტ გაზრდაზეა ორიენტირებული, 2024 წელს ძალიან ბვერ სიახლეს ვპირდებით მომხმარებელს. იგეგმება ჩვენი ესთეტიკის ცენტრის გაფართოება, აგრეთვე ახალი თანამშრომლების დამატება ჩვენს გუნდში და მომხმარებლისთვის ესთეტიკის სფეროში არსებული ყველა პროცედურის შეთავაზება. ამასთან ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და დავიწყებთ კურსებს ნებისმიერი მსურველისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს Per Te-ს პარტნიორობა ონლაინ პლატფორმასთან „You only live once“, სადაც ჩვენი კომპანია წარმოდგენილია, როგორც სერვისის მიმწოდებელი. შესაბამისად, იგი წარადგენს შთაბეჭდილებას ამ პლატფორმაზე. შთაბეჭდილება კი გულისხმობს სერვისს, რომლის შეძენაც შესაძლებელია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვისთვის საჩუქრის სახით.
საახალწლო შეთავაზებებს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო და მომხმარებლისთვის სასიხარულო ფასდაკლების პაკეტებს ვამზადებთ. იმისთვის კი, რომ საზოგადოებამ გაიგოს ყოველივე ამის შესახებ, საჭიროა თვალი ადევნოს Per Te-ს Facebook და Instagram გვერდებს.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი