• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

by Georgia Today
April 28, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17.7 მლნ დოლარის ობლიგაციები განათავსა

კომპანია „ემპი დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის და გალტ ენდ თაგარტის მხარდაჭერით, 17.7 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი, არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ემისია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 2025 წლის პირველი ტრანზაქციაა. ტრანზაქცია ჯამური 24 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის მესამე და ბოლო ტრანშია, რომლითაც 2024 წლის ივლისში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. მოზიდული სახსრების ნაწილს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი სამომავლო პროექტების დაფინანსებისთვის, კონკრეტულად კი ახალი ობიექტების შეძენისთვის.

2024 წელს კომპანიამ 5 მლნ დოლარისა და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა, რომელთა საპროცენტო განაკვეთები 8.75%-ითა და 7.75%-ით განისაზღვრა. 2025 წლის ემისიის განაკვეთი კი, ინვესტორთა დიდი მოთხოვნის შედეგად, 8.5%-ით განისაზღვრა.

ფასიანი ქაღალდები განკუთვნილი იყო როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის.

„მადლობას ვუხდით თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტს და აწარმოე საქართველოს ობლიგაციების გამოშვებაში მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ისევე როგორც წინა გამოშვებაზე, ახლაც მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან. შესაბამისად მოთხოვნაც იმაზე მეტია ვიდრე ჩვენს მიერ გამოშვებული ობლიგაციები. ეს გასაგებიც არის ვინაიდან „ემპი დეველოპმენტი“ 13 წლიანი ისტორიის მქონე და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის განვითარების შედეგებიც ხელშესახებია წლიდან წლამდე, რაც წინა გამოშვებიდან დღემდე უკვე დაინახეს არსებულმა ობლიგაციონერებმა და შესაბამისად მათმა ნაწილმა ამ ემისიაზეც შეიძინა ჩვენი ობლიგაციები.“ – პაპუნა კაციტაძე ,,ემპი დეველოპმენტის“ დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „ემპი დეველოპმენტის“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციების ფინალური ტრანში ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა და მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე ინვესტორების დიდი ინტერესის შედეგად, ბოლო ემისიის საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა მივეცით”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„გალტ ენდ თაგარტის გუნდისთვის სასიხარულოა, რომ „ემპი დეველოპმენტს“ მხარს ვუჭერთ მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშის წარმატებით განხორციელებაში. აღნიშნული ტრანზაქცია 2025 წელს პირველია საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გალტ ენდ თაგარტის გუნდი განაგრძობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის განვითარებას, კომპანიებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე წვდომის გამარტივებას და ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობების გაზიარებას“, — გიორგი კუპრაშვილი, გალტ ენდ თაგარტის გენერალური დირექტორი.

“სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველმა ბენეფიციარმა, „ემპი დეველოპმენტმა“, უკვე მესამე ტრანში განათავსა. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს – ამ მდგომარეობით შემოსულია 16 კომპანიის 20 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია.  აღნიშნული ემისიებით საფონდო ბაზარზე 241 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი იქნა მოზიდული .“ – ირაკლი გაბრიაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.

„ემპი დეველოპმენტი“ ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონების პორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული სახსრების ნაწილით, კომპანია თბილისში საინვესტიციო ქონების შეძენას გეგმავს.

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
GEO

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

June 27, 2025
Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
GEO

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

June 26, 2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
GEO

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

June 26, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Israel-Iran Latest: Tensions Escalate as Iran Suspends IAEA Cooperation Following US and Israeli Strikes

Ukraine Latest: US Halts Aid as Russia Escalates Attacks, North Korea Deepens Involvement

OSCE PA: October 26 elections marred by irregularities – Calls for dialogue, release of political prisoners, and new vote

Health Ministry: First mandatory drug addiction treatment facility opens

Foreign Ministry: Iran requested condolence book entry on June 26

Israeli Embassy slams Georgian deputy FM for attending Iranian solidarity event

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today