ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი – 20 მაისიდან ამოქმედდება.
მგზავრები გადახდას შეძლებენ როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის“ და „დეილის“ ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/TBCGoriQutaisi .