• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

შევქმნათ ზრდა ტურბულენტურ ეპოქაში

by Georgia Today
February 10, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
შევქმნათ ზრდა ტურბულენტურ ეპოქაში

სავარაუდოდ, 2020 წელს ეკონომიკური რყევები, პოლიტიკური დაპირისპირება, პროტესტები და კონფლიქტები განსაზღვრავენ და მსოფლიოს ყურადღებაც უმეტესად მათკენ იქნება მიპყრობილი. ეს მომდევნო წლისათვის ორ ქვეტექსტს ქმნის.

უპირველეს ყოვლისა, ამის გამო, განვითარებადი სამყაროს მრავალი დადებითი ტენდენცია ყურადღების მიღმა რჩება − ტექნოლოგიური წინსვლით დაწყებული (მაგალითად, მობილური ბენქინგი, რომელიც გენდერულ და საშემოსავლო სხვაობებს ავსებს), აფრიკის რქის რეგიონში მამაცი მშვიდობისმყოფელების გამოჩენით დამთავრებული, რომლებიც სიმყიფისა და კონფლიქტის რეგიონების სტაბილიზაციას ცდილობენ. მეორე − დრამამ შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს ზრდაზე შეთანხმებული კონცენტრაციის საჭიროებიდან და ყურადღება მოაკლოს იმ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რომელთა მოგვარებას გაზიარებულ და მდგრად განვითარებამდე მივყავართ.

განვითარებული სამყაროსთვის უდიდესი გამოწვევა ნელი ზრდაა (განსაკუთრებით − ევროპაში), ისევე, როგორც ტლანქი შრომის ბაზრები, მაღალი გადასახადები, ფართოდ გავრცელებული სავაჭრო უთანხმოებები და უეფექტო სახელმწიფო ხარჯები, რომლებიც არ ასარგებლებენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც არიან განკუთვნილი. ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა მომავალს ბურუსში ახვევს. ცენტრალურ ბანკებს მოუწოდებენ, ზრდის პრობლემა უარყოფითი სარგებლის განაკვეთებით გადაჭრან, მაგრამ უკვე ხომ ვნახეთ, რომ ტრილიონობით დოლარის ჭარბმა საბანკო რეზერვებმა და ცენტრალური ბანკების მიერ გრძელვადიანი აქტივების მასიურმა პორტფელებმა უფრო მეტი შეფერხება მოიტანეს, ვიდრე სტიმული. 15 ტრილიონ დოლარზე მეტი გლობალური კაპიტალი გაყინულია დაბალშემოსავლიან და უარყოფითი უკუგების ობლიგაციებში, რომლებიც ელიტურ მეპატრონეებსა და ემიტენტებს ასარგებლებენ და სიმდიდრის კონცენტრაციას ავიწროებენ. ინვესტიციების ობლიგაციებში გადამისამართებით და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მოკლებით, სისტემა ბლოკავს გაზიარებულ სიუხვეს და ამცირებს ყურადღებას ზრდის შემაფერხებელი ფაქტორებისადმი. განვითარებული მსოფლიოს უმეტესი ნაწილისათვის ზრდის პრობლემები კიდევ უფრო მწვავე, ხანდახან კი უაღრესად საშიშია. ასეულობით მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მეტწილად სწრაფად მზარდი მოსახლეობის ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში განვითარების გამოწვევები მოიცავს კერძო სექტორის ხელისშემშლელ ბარიერებს, განათლების სისტემიდან და ეკონომიკიდან ქალებისა და გოგონების გამორიცხვას, ახალგაზრდათა მზარდ დაუსაქმებლობას და ჯანდაცვის, განათლების, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული მომსახურების მწვავე დეფიციტს.

2015 წელს მსოფლიოს მოსახლეობის მეათედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს დიდი გაუმჯობესებაა წარსულთან შედარებით, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პროგრესის მიღწევის ამოცანა მეტ გადაუდებლობას იძენს. ნელი გლობალური ზრდისა და დუნე ინვესტირების კომბინაცია განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის პრობლემის გამწვავების ალბათობას ზრდის, რის გამოც მსოფლიო ბანკის სიღარიბის შემცირებისა და გაზიარებული კეთილდღეობის ამოცანების შესრულება გაჭირდება. 2020 წელს ქვეყნებს უფრო მეტი მუშაობა დასჭირდებათ განვითარებისათვის ეფექტიანი გზების გამოსანახად, იმ პირობებში, როცა ამას გლობალური გარემო ხელს არ უწყობს.

საქმეს შეიძლება სტრუქტურული რეფორმები წაადგეს, მაგრამ ის ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება. დაბრკოლებებია ოლიგოპოლიები, ჭარბი დასაქმება სახელმწიფო სექტორში და საპენსიო დაპირებები, ასევე ხარჯიანი და ხშირად ცუდად დამისამართებული საქონლის, მომსახურებისა და დაფინანსების სუბსიდირება. ბევრ ქვეყანაში პროტექციონისტური პოლიტიკა ბატონობს, რომელიც ზღუდავს კონკურენტუნარიანობას. ეს ქვეყნები მეტისმეტად დამოკიდებულნი არიან სახელმწიფო საწარმოებსა და ბანკებზე, რაც რესურსებს უფრო პროდუქტიულ დარგებს აკლებს. გარდა ამისა, სუსტი გარემოსდაცვითი პოლიტიკა მომავალ თაობებს უქმნის პრობლემებს. ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა ქვეყნებს უჭირთ. მათ დასახმარებლად მსოფლიო ბანკი იყენებს მიდგომას „პროგრამა შედეგებისათვის“, რაც გულისხმობს დაფინანსებას ზომადი შედეგების მიღწევის შემდეგ. ასევე ნაღდი ფულის ტრანსფერის პროგრამებს, რომლებიც იყენებენ სადებეტო ბარათების მსგავს სისტემებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბენეფიციარებს და არა შუამავლებს დარჩეთ; განვითარების პოლიტიკის დაფინანსებას, რაც უშუალოდ აკავშირებს დაფინანსებას სიღარიბის შემცირებისა და თვითკმარი, გაზიარებული ზრდის რეფორმებთან; მძლავრ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც გამიზნულია არა კერძო ინვესტიციების „გამოსადევნად“, არამედ მათ მოსაზიდად. მსოფლიო ბანკის სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ქალაქებსა და მათ გარემოს. სუფთა წყლის, საიმედო ელექტრომომარაგებისა და გზებთან წვდომის, ძირითადი ჯანდაცვისა და განათლების მომსახურების ნაკლებობა მრავალ კლიენტ სახელმწიფოს ტანჯავს და ჩვენი სამუშაოს ძირითად ნაწილს უნდა შეადგენდეს.

კაპიტალური სიახლეები 

კარგი სიახლე ისაა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები და დაბალი უკუგება ობლიგაციებზე დაფინანსებას უფრო მისაწვდომს ხდის ქვეყნებისთვის, მაშინ, როცა ისინი ეკონომიკის მოწესრიგებას შეძლებენ. ეს ხაზს უსვამს რეფორმების აუცილებლობას, რომლებიც აძლიერებენ ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს და კაპიტალს დიასპორიდან იზიდავენ. ათეულობით მილიონი, და იმედია ასეულობით მილიონი ადამიანი, მიიღებს სარგებელს, თუ ქვეყნები გამოიყენებენ რეფორმების გატარების შესაძლებლობას და დაადგებიან დაჩქარებული ზრდის, სიღარიბის შემცირებისა და გაზიარებული კეთილდღეობის გზას.

დევიდ მელპასი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი

ShareShareTweet

Related Posts

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
GEO

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

May 24, 2023
სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
GEO

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

May 24, 2023
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია
GEO

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

May 24, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Forest Protection Brings Benefits to 1,300 Residents of Machakheli Gorge

Media: Georgia Has Become the 2nd Most Popular Destination for Russian Tourists

25th Tbilisi Int’l Book Festival Takes Place May 25 through May 28

Achondroplasia Added to Rare Diseases Treated by the State Program

FAO and the EU Support Relocation of Ukraine’s National Seed Collection to a Secure Site

Special Rep. of NATO Sec. General in the Caucasus and Central Asia to visit Georgia

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today