• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

by Georgia Today
July 5, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

“სამბრელა” 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან.

ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს „სამბრელას“ მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა:

„კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის მსოფლიოში თამაშების ახალი ტრენდი იყო – თამაშები, რომლებსაც სმარტფონში ტვირთავ, რომლებიც არ მოითხოვს რთული გადაწყვეტილებების მიღებას და იოლი სათამაშოა, მათ ერთი თითით თამაშობ. იმ დროს, 2019 წელს, საქართველოში არ იყო ცნობილი კომპანია, რომელიც მსგავს თამაშებს შექმნიდა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ნიჭიერ გეიმ-დეველოპერს და ძალიან მალე შევძელით ამ ტიპის თამაშების შექმნა. სტარტაპერის ფარგლებში თიბისისთან თანამშრომლობა დავიწყეთ და შესაბამისი შეღავათებითაც ვისარგებლეთ, თიბისის მხარდაჭერა ძალიან წაადგა ბიზნესის განვითარებას,“ – ამბობს „სამბრელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე.

„სამბრელას“ მიერ შექმნილ პირველივე თამაშს 300 000 ჩამოტვირთვა ჰქონდა. ამან საბოლოოდ დაარწმუნა სტარტაპერები, რომ ამ საქმის თამამად გაგრძელება შეიძლებოდა.

„ახალი თამაშის ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება. ჩილე, ნიგერია და ფილიპინები – პირველი თამაშის შემთხვევაში სწორედ ესენი იყო „ჩვენი“ ქვეყნები, ანუ ჩვენს თამაშს ამ ქვეყნებში ჰქონდა ყველაზე მეტი ჩამოტვირთვა. დასაწყისში რთული სავარაუდოა, რომელი ქვეყნები აიტაცებენ შენს მიერ შექმნილ თამაშს. ყველაფერი დამოკიდებულია ტრენდებზე, რომლებიც იმ მომენტშია დომინანტური მოცემულ ქვეყანაში. მსოფლიო ტრენდების ცოდნა და მათთვის მუდმივად თვალყურის დევნება ჩვენი მსგავსი კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“.

„სამბრელას“ მომდევნო თამაშების წყალობით გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გაფართოვდა და სტარტაპის ახალი პროდუქცია უკვე გერმანიასა და საფრანგეთში, მოგვიანებით კი კანადაში გახდა პოპულარული. სტარტაპი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მისი დამფუძნებლები ვარაუდობდნენ.

„მსგავსი ტიპის კომპანიას ესაჭროება გეიმ-დიზაინერი, გეიმ-დეველოპერი, ანიმატორი, რომელიც დიზაინერის მიერ უკვე შექმნილს აამოძრავებს. ასევე საჭიროა ადამიანი ზოგადი მარკეტინგისათვის, პირველადი მონეტიზაციის განსასაზღვრად. დასაწყისში ოთხი ადამიანი ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდეთ და ერთ წელიწადში უკვე თორმეტი თანამშრომელი გვყავდა. ჩვენ ვაკეთებთ თამაშს, ვაკეთებთ პირველად ტესტს, მონეტიზაციასა და ფაბლიშინგში კი უკვე ფრანგული და ამერიკული კომპანიები ერთვებიან“.

საქართველოში მობილური თამაშების განვითარებაზე მომუშავე რამდენიმე კომპანია არსებობს. მათი ნაწილი ეგრეთწოდებული „დიდი თამაშების“ განვითარებაზე მუშაობს, ნაწილი კი, „სამბრელას“ მსგავსად, მობილურ თამაშებს ქმნის.

„საქართველოში გეიმ-დეველოპმენტი სიახლეა. აქამდე, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს ემუშავებოდნენ ქართველი დეველოპერრები. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ის გეიმ-დეველოპერები, რომლებიც აქამდე საქართველოდან გადიოდნენ და სხვა ქვეყნებში ამჯობინებდნენ მუშაობას. საქართველოში ამ სფეროში დიდი კონკურენცია არ არის. ჩვენი დიდი უპირატესობა უკვე მიღებული გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შეცდომები აღარ დავუშვათ“.

მსგავსი კომპანიების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული დიზაინისა და ჟანრის თამაში ჰქონდეთ პორტფელში.

„ვცდილობთ, ყველა ტიპის აუდიტორია მოვიცვათ, განსხვავებული ინტერესის ადამიანები მოვიზიდოთ. როგორც წესი, შექმნილი თამაშების 80% არ არის მომგებიანი, მაგრამ საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებლის 20% შენი ერთგული დარჩეს, ანუ ხშირად ამოწმოს, რა სიახლეებია, რა ახალ თამაშებს სთავაზობ. დღეისათვის 25-მდე თამაში გვაქვს შექმნილი.

ასევე, 2021 წელს „სამბრელას“ დაემატა სარეკლამო ქონთენთის შექმნის და გავრცელების მიმართულება. დაგროვილი გამოცდილებით გუნდთან ერთად დავიწყეთ ზემოხსენებული სერვისის შეთავაზება სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიისთვის. დღეს, გვყავს ქართველი, ევროპელი და ემირატელი მომხმარებლები და ვგეგმავთ ამ სერვისების ავტომატიზირებას.“

„სამბრელა“ დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც კომპანიაში ცალკე მიმართულებას წარმოადგენს. მომავალში ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ, იმის მიუხედავად, კომერციულად მომგებიანი იქნება თუ არა ეს წამოწყება. ამ შემთხვევაში, „სამბრელას“ გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

„სამბრელას“ სხვა სამომავლო გეგმებში გეიმ-დეველოპერებისთვის მუდმივი ტრენინგების გამართვაც შედის. სტაჟის გავლის შემდეგ კომპანია მათ „სამბრელაშივე“ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ShareShareTweet

Related Posts

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
GEO

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

August 6, 2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
GEO

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

August 6, 2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა  უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
GEO

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

August 6, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

3 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Georgia honors national hero Giorgi Antsukhelidze on his 41st birthday

Syrskyi: Russia preparing major offensives in Pokrovsk and Zaporizhzhia directions

US media publishes schedule of meetings between Trump, Zelensky, and European leaders

World Reacts to Trump–Putin Summit as Zelensky Prepares to Head to Washington in Search of Real Answers

“The Longest 24 Hours in History”: Nobel Laureate Urges Focus on Ukraine’s Forgotten Prisoners

Highlights from the Trump–Putin Summit in Alaska: No Deal, Despite Optimism

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today