უფრო მეტი მგზავრი მოელის კომფორტულად გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Visa-ს უახლესმა კვლევამ – ურბანული მობილობის მომავალი” (Future of Urban Mobility Survey) დაადასტურა, რომ მგზავრების 91% საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდით სარგებლობს. გამოკითხულთა თითქმის მესამედმა უკონტაქტო გადახდები მთავარ მახასიათებლად დაასახელა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას განაპირობებს.1
იმავე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების უმეტესობა (88%) ამბობს, რომ სტაბილურობა და გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი სიხშირით სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დასაქმებული მგზავრების უმეტესობა (62%) საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მინიმუმ სამი დღე გადაადგილდებიან.
Tap-to-ride ტექნოლოგია მგზავრებს ბარათით ან მობილური საფულის გამოყენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს და მგზავრობის საფასურის მართვა აღნიშნული სერვისით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზუსტი ნაღდი ფულის ტარება, ან დარდი იმაზე, რომ მეტროს ბარათზე მგზავრობისთვის შესაბამისი ანგარიში არსებობდეს. Visa-მ ხელი შეუწყო უკონტაქტო სატრანსპორტო გადახდების უზრუნველყოფას მსოფლიოს ქალაქებში, ბანგკოკიდან მეხიკომდე, რიომდე და მათ ფარგლებს გარეთ, ამავდროულად მხარი დაუჭირა 550-ზე მეტ ურბანული მობილობის ინიციატივას, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში tap-to-pay ტექნოლოგია დანერგა.
უკონტაქტო გადახდების სისტემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2018 წლიდან მოქმედებს და აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში Visa-ს ბარათებით უკონტაქტო გადახდების რაოდენობა გახუთმაგდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთანავე, საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების 95%-ზე მეტი უკონტაქტო გადახდებზე მოდის.
ციფრული გადახდების სწრაფი ზრდა დასტურია იმისა, თუ როგორი მიმზიდველია ის მომხმარებლებისთვის. Visa-მ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად დაამუშავა მილიარდზე მეტი tap-to-ride ტრანზაქცია გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში, სადაც ყველაზე დიდი წილი ევროპას უკავია, მათ შორის დღეში 4 მილიონზე მეტი გადახდა ტრანსპორტში, ქალაქ ლონდონზე მოდის, თუმცა სხვა რეგიონებშიც ზრდა შეინიშნება. ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე უკონტაქტო გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის2. უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის გამოყენებამ დაადასტურა, რომ ის ინვესტიციის სარგებელს (ROI) სთავაზობს სატრანსპორტო სააგენტოებს, მომხმარებლებისთვის მოხერხებულობასა და მოქნილობასთან ერთად.
უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია, რომელიც დაინტეგრირებულია Visa Prepaid და Private Label ბარათებზე, ციფრული ბილეთების ყიდვის შესაძლებლობებს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა ან საბანკო ანგარიშზე წვდომისა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ინკლუზიის განვითარებაში მთელ მსოფლიოში.
Visa თანამშრომლობს ქალაქების დამგეგმარებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ოპერატორებთან და გადაწყვეტილებების მიმწოდებლებთან, რათა ურბანული მგზავრობის გამოცდილების ახლებური გააზრება მოხდეს, ინკლუზიურ, მდგრად და ურთიერთდაკავშირებულ მრავალმოდელურ ტრანსპორტზე ფოკუსირებით. პროგრამის “მდგრადი ქალაქების ქსელის” (Resilient Cities Network) მეშვეობით Visa თანამშრომლობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქალაქებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ციფრული გადაწყვეტილებები, უნიკალური გამოწვევების გადასაჭრელად.
Visa აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში – Global New Mobility Coalition, რომელიც გამოწვევების უკეთ გადაწყვეტებისკენ მიისწრაფვის, საერთო, დაკავშირებული და დეკარბონირებული მობილობის ეკოსისტემის შესაქმნელად. გუნდმა ახლახანს მიმოიხილა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინოვაციურ მიდგომას მგზავრობის დროს გადახდების მდგრადობაზე: ინოვაცია მობილურობის გადახდებში ხელს უწყობს ადამიანების მოძრაობას, პლანეტის დაცვასთან ერთად (Innovation in mobility payments is keeping people moving while protecting the planet).
გასული 60 წლის განმავლობაში, Visa თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, რათა გააუმჯობესოს გადახდის მეთოდები და ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების მხარდაჭერით. ყოველდღიურ სატრანსპორტო გადახდებში სიახლეების დანერგვა ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი მიზნების მისაღწევად.
Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის გვერდს. Visa-ს ურბანული მობილობის კვლევის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ აქ.
კომპანია „Visa”-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge