თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს სალიზინგო ბაზრის წამყვანი ორგანიზაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს აშშ-ს აუქციონებზე სასურველი ავტომობილის შეძენასა და საქართველომდე ტრანსპორტირებას.
„თიბისი ლიზინგისთვის ავტოინდუსტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი პორტფელის ფაქტობრივად 20%, 60 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებული აქტივით სწორედ ამ სექტორზე მოდის. მეორეს მხრივ, მზარდია ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისა და იმპორტის ტენდენცია, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებითაც გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება. კავკასიის ავტოიმპორტის 18 წლიანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებითა და ჩვენი გუნდის ჩართულობით, შეიქმნა ახალი, მოქნილი პროდუქტი, რომლითაც უცხოეთში არსებული ავტომობილის ღირებულების 80% ვაფინანსებთ, ადგილზე ჩამოსვლის შემდგომ კი უზრუნველყოფის საგნად აქტივს ვიღებთ, რაც აღნიშნული პროდუქტს სიმარტივეს სძენს“ – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
„კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა და რეგიონში უმსხვილესი ავტოიმპორტიორია. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით 6-ქვეყნის მასშტაბით. 18 წლის მანძილზე ჩვენ 500 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ. კომპანია 2018 წლიდან Copart-ის ოფიციალური პარტნიორია, რამაც დიდი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და კიდევ უფრო გაამარტივა წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე. კავკასიის ავტოიმპორტსა და თიბისი ლიზინგს შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგად, შეიქმნა რეგიონში უპრეცედენტო და მარტივი დაფინანსების პროდუქტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო პირობებით შეიძინოს ავტომობილი აშშ-ს ავტოაუქციონებზე, რაც მთავარია საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.“ – ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.