• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას – “სიზმარს ვხედავდი“ უმასპინძლებს

by Georgia Today
May 17, 2021
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, ფოტოგრაფი დარო სულაკაურის გამოფენას – “სიზმარს ვხედავდი“  უმასპინძლებს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტის, დარსო სულაკაურის გამოფენას – „სიზმარს ვხედავდი… პანდემიის დღიური“ უმასპინძლებს. გამოფენა 17 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„სიზმარს ვხედავდი“ ჩემი სამი თვის პანდემიის დღიურია და პირველი ხელნაკეთი წიგნი ობიექტი, რომელიც 11-მეტრიან ექსპოზიციად ტრანსფორმირდება“, -დარო სულაკაური.

დღიურიდან:

„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური

გახდა გარე სამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები,

დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას,

რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე

ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი. თითქოს ჩემი

ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეული დასაფლავების

საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ

ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები.

მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც

ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა,

როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ

მდელოზე ვიდექი, გარშემო მხოლოდ ტყე იყო, მაგრამ ტყეში ისე მჭიდროდ იყო ხეები

ერთმანეთთან, რომ შეუძლებელი იყო შიგნით შესვლა გზის საპოვნელად და შინ დაბრუნება.“

წიგნი:

როცა ლოქდაუნი დაიწყო და ყველაფერი შეწყდა, მათ შორის ჩემი სამსახურიც, საკუთარ

თავს მივეცი დავალება, რომ ყოველდღე გადამეღო ფოტოები და მეწერა, რითაც

არაცნობიერად საკუთარ თავს შფოთვასთან გამკლავებაში ვეხმარებოდი. სამი თვის

განმავლობაში, ყოველდღე თითო ფოტოს ვიღებდი და საკუთარ ნააზრევს ვიწერდი. ჩემს

ვებსაიტზე უწყვეტი ჰორიზონტალური გვერდი შევქმენი, სადაც ყოველდღე თითო ფოტოს და დასკანირებულ ხელნაწერ ტექსტს ვტვირთავდი.

დღიურის გაფიზიკურებით, მინდოდა, რომ ის წიგნზე მეტი ყოფილიყო. წიგნი აკორდეონის

ნაკეცებადაა აკინძული 11 მეტრის სიგრძეზე, როგორც უწყვეტი პანდემიის გაუთავებელი

დღეები. გვერდები ისევე დეფორმირდებოდა, როგორც დღეები კარანტინის დროს.

წიგნის შუაგულში ჩემი შვილის ფოტოა, რომელიც კარის ღრიჭოდან იყურება. როგორც

ბევრნი საკუთარი სახლიდან ახალ სამყაროს ვუყურებთ და ვცდილობთ, ბუნდოვან

ვითარებაში გავრკვეულიყავით.

ჩემი შვილის გამოსახულების უკან ხის კუბიკებია. ლოკდაუნის დროს ის ყველა სათამაშოთი

თამაშობდა, რომელიც სახლში ჰქონდა, ხის კუბიკების გარდა. კუბიკები წიგნში ჩავრთე,

როგორც ნივთი, რომელიც უარყვეს — ისევე, როგორც მე უარვყოფდი ახალ სამყაროს.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს. უახლოეს მომავალში, თიბისი კონცეპტი ხელოვნების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ სახელოვნებო გამოფენას და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების და შეხვედრების სერიას გეგმავს, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის  თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.

ShareShareTweet

Related Posts

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი
GEO

ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა თიბისის ბარათით არის შესაძლებელი

March 13, 2023
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება
GEO

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – საინვესტიციო მოთხოვნა წელსაც მაღალი იქნება

March 13, 2023
თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო
GEO

თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

March 13, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

5 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

11 months ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

German FM: Some actors aren’t happy that some countries want to join EU, reforms are necessary

MP Khatia Dekanoidze names several reasons for leaving UNM

Extended meeting underway between FMs of Germany and Georgia

Minister of Foreign Affairs of Germany arrives in Georgia

Ukraine Latest: Ukraine Hit with Deadly Strikes; Zelensky Visits Troops on Bakhmut Frontline

Tbilisi Mayor: If this decision is made, we’ll welcome direct flights to Russia & visa-free travel

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today