• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

by Georgia Today
April 5, 2024
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული.

ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina – ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც მან ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია „ინახება“, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ნამუშევართა ნაწილი 80-იან წლებში დაიკარგა, თუმცა  მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა.

გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან „აკაშას ქრონიკები”. აკაშა სანსკრიტზე სივრცესა და ჰაერს ნიშნავს და შესაბამისად, სერიაში გაერთიანებული ნახატების ტექნიკური შესრულებაც სწორედ სივრცითა და ჰაერით გაჯერებული გარემოს წარმოსახვის მიზანს ემსახურება.

ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. თიბისი კონცეპტში გამოფენილი ფოტოები მისი ერთგვარი ადრეული ავტოპორტრეტია, სადაც ძველებური სუნამოს ბოთლები, გატეხილი ფინჯანი, დამტვერილი კომოდი, თუთიყუშია გაერთიანებული.

ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ხშირად იფინება გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებში როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო შტუტგარტში, ევროპის საპატენტო ოფისი (მიუნხენი), ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენში, MMoma მოსკოვში. ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ასევე ინახება აშშ-ში ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში Zimmerli Art მუზეუმში. ხელოვანი თბილისში იფინება გალერეა „არტ ბიტში”, ბონში კი გიზელა კლემენსის გალერეაში.

ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.

გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი

გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 2024 | 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აპრილი – 30 მაისი, 2024

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

ShareShareTweet

Related Posts

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“
GEO

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“

June 5, 2025
თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა
GEO

თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

June 5, 2025
„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა
GEO

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

June 5, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

4 weeks ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

MFA shuts down NATO & EU info centre amid restructuring

Rasa Juknevičienė: Report urges fair elections, sanctions on Georgian regime, and release of political prisoners

European Parliament’s Foreign Affairs Committee passes draft report on Georgia with amendments

Zurabishvili: New wave of repression shows government’s weakness

Georgian Dream sues TV channels over critical language

EU Parliament panel holds urgent session on Georgia

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today