• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

by Georgia Today
May 30, 2025
in GEO
Reading Time: 2 mins read
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

განგრძობითი ინტერვენციები ლარის მხარდამჭერი ფაქტორების ფონზე

 

რა საერთო აქვს აშშ დოლარს განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებთან? ერთი შეხედვით – არაფერი, თუმცა აშშ-ის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები სწორედ განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აშშ-ში გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, დოლარი უფასურდება. 26 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარის ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან 8.5%-ზე მეტითაა შემცირებული. საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკი, როგორც წესი, განვითარებული ეკონომიკებისთვის უჩვეულოა, რისი მიზეზიც კონტრციკლური მონეტარული პოლიტიკაა – მაღალი განაკვეთები მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს და პირიქით. საპირისპიროდ, განვითარებად ეკონომიკებს ხშირად პროციკლური პოლიტიკის გატარება უწევთ, რაც საპროცენტო განაკვეთების მატებას ეკონომიკური ზრდის შენელების პერიოდებში მოიაზრებს, გაცვლითი კურსის მხარდაჭერის, ინფლაციური რისკების მოთოკვისა და კაპიტალის გადინების თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ატიპიურია და მსოფლიო ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამ კონტექსტში, კვლავ რელევანტურია ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით, და ისტორიულად ძალზე მაღალ პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. ლარზე გავლენის მხრივ, აშშ დოლარის ბოლოდროინდელი სისუსტე მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი წონასწორული ნიშნული, ჩვენი შეფასებით, 2.69-მდე შემცირდა. 

 

თუმცა დოლარის სისუსტე ლარის მხარდამჭერი ერთადერთი ფაქტორი არ არის. უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები 2025 წელს უმჯობესდება, რაც საქონლით ვაჭრობის რეკორდულად დაბალი დეფიციტით (იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით), ფულადი გზავნილების კვლავ ძლიერი ზრდით (განსაკუთრებით, სტაბილური წყაროებიდან) და ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების გარკვეული აჩქარებით არის განპირობებული. უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციებიც – ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“ – რისი ადრეული ნიშნებიც უკვე სახეზეა. მეორე მხრივ, შემცირებულია ზეწოლა მოთხოვნის მხრიდანაც, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის ნორმალიზებაში გამოიხატება. ჯამურად, აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა ლარის გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

 

გამყარების ეს ზეწოლა კი  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალებას აძლევს. ეროვნულმა ბანკმა მარტსა და აპრილში 368 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ჩვენი შეფასებით, მასშტაბური ინტერვენციები მაისშიც გრძელდება. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება სავსებით შესაძლებელი იყო. კერძოდ, გარდა აშშ დოლარის დასუსტებისა, რაც ბოლო პერიოდში მოლოდინების არსებითი გაუარესებით არის განპირობებული, მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?“, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი შეფასებაც უცვლელია, რაც მოიაზრებს ლარის მხოლოდ შედარებით ზომიერ მოსალოდნელ გამყარებას მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, სამ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით: რეზერვების შევსების საჭიროება, სუსტი ინფლაცია და ლარის სიახლოვე თავის წონასწორულ ნიშნულთან.

 

თუ ზემოაღნიშნულ არგუმენტებს დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იკვეთება, ლარის ეფექტური კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. ბოლო პერიოდში ინფლაციური ზეწოლა შედარებით გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების საქონლის ფასები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. გარკვეული ზრდა შეინიშნება მომსახურებისა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციებში, რაც საყურადღებო ფაქტორია. საპირისპიროდ, ზეწოლა არ იკვეთება შრომის ბაზრიდან – მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. პარალელურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია. ამის მიზეზი დოლარის სისუსტე და საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების თანმდევი გაძლიერებაა, მაშინ როდესაც ლარი დოლართან მხოლოდ მცირედით არის გამყარებული. ეს საკმაოდ საყურადღებოა, რადგან, ჩვენი კვლევით, საქართველოში ინფლაციის მთლიანი დინამიკის, დაახლოებით, 75% რეგიონისთვის საერთო, და არა ქვეყნის შიდა, ფაქტორებით აიხსნება, რაც იმპორტული ინფლაციის არსებით როლზე მიუთითებს. ამდენად, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

მიმდინარე დინამიკა – უახლესი ინდიკატორები შიდა მოთხოვნის აჩქარებაზე მიუთითებს. მარტის ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ამას ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. მეორე მხრივ, მთლიანი უნაღდო დანახარჯების ზრდა მარტში მცირედით აჩქარდა, აპრილსა და მაისში კი გაუმჯობესებას განაგრძობს. ამავდროულად, არარეზიდენტების ხარჯები აპრილ-მაისში, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერია, ხოლო მიგრანტების ხარჯები, მაისში მცირედი შემცირების მიუხედავად, სტაბილური რჩება. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე .

ShareShareTweet

Related Posts

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
GEO

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

June 20, 2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
GEO

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

June 20, 2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
GEO

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

June 20, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

12 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Zurab Japaridze sentenced to 7 months, banned from public office for 2 years

Trump declares US airstrikes “obliterated” Iran’s key nuclear facilities

EU Delegation urges end to attacks on media and democracy

CoE: Six Georgian journalists facing fines over social media posts

Ukraine Latest: Massive Russian Attack Kills 28, Injures 134 in Kyiv

Georgian NGOs Decry ‘Russian-Style’ Data Demands from Gov’t

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today