• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

by Georgia Today
May 2, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში – მაკრო მიმოხილვა

 

დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი – უსაფრთხო აქტივი?“ როგორც გასულორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება.

რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს – ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლსასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდასუკავშირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლადგაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთისკონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და – პირიქით. სწორედ ამ თეზისსეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებისპროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს.

უახლესი დინამიკის კუთხით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა, ხოლო გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით – 5.9%. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში გაწლიურებულითვიური ინფლაცია პირველად მიზნობრივ მაჩვენებელსაც ჩამოსცდა და 4.1%-მდე შემცირდა. გარდა იმისა, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა იმპორტული ფასების არხით დიზინფლაციას უწყობს ხელს, ძალზემნიშვნელოვანია გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზეც. ამ მხრივ, ცენტრალური ბანკის გამოკითხვაში მონაწილე იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც გაცვლითი კურსის მერყეობას ინფლაციური მოლოდინებისფორმირებისთვის წამყვან ფაქტორად მიუთითებენ, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმზეა.

ინფლაციისა და გაუფასურების შემცირებული მოლოდინები, თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთების კლებასაც მოიაზრებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ აპრილში უზბეკეთმა ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 3-წლიანი სუვერენული ობლიგაცია ბირჟაზე 12.25%-იანი განაკვეთით განათავსა. იმის ფონზე, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14%-ია, ეს ბაზარზე განაკვეთების კლების  მოლოდინებზე მიუთითებს, რაც ჩვენსპროგნოზებთან თანხვედრაშია. საყურადღებოა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სუმის ჰეჯირების ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხარჯები, ასევე საშუალო და გრძელვადიანისაპროცენტო განაკვეთები, მათ შორის კერძო საბანკო დეპოზიტების, ჩვენი შეფასებით, ჯერ კიდევ ზედმეტად მაღალი რჩება. ამდენად, კვლავ მიმზიდველია ადგილობრივი ვალუტის შედარებით გრძელვადიანი პროდუქტები, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში გაანგარიშებით.

გარდა ამისა, განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პოზიტიურად იმოქმედებს ადგილობრივი კომპანიების ღირებულებაზეც. კერძოდ, ცნობილია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაკომპანიების საბაზრო ფასს ზრდის. ანალოგიურად, სუმის ნაკლები გაუფასურება და, მით უმეტეს, გამყარება, უზბეკეთში სხვადასხვა სექტორში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მეტ დოლარის ეკვივალენტს ნიშნავს.

რისკების მხრივ, წამყვან პოზიციაზე კვლავ გეოპოლიტიკური მოვლენებია. როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიცვლება უზბეკეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების – ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის – ვალუტები. იუანის, რუბლის ან/და ევროს მატერიალური გაუფასურების შემთხვევაში, გარკვეული გადაცემა სუმზეც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზემოაღნიშნული სტრუქტურულიმდგრადობა ეფექტს ნაწილობრივ გაანეიტრალებს. ამასთან, ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ამჟამად სუმი სტაბილურობას ინარჩუნებს – და მყარდება კიდეც – ოქროზე ფასების კლებისა და აშშ დოლარის გლობალურიგამყარების ფონზე, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, უზბეკეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი პოტენციური სტრესული სცენარია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს არგუმენტს, რომ დაბალი ოქროს ფასებიავტომატურად სუმის გაუფასურებას არ ნიშნავს, და პირიქით, იმ ფონზეც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ბოლოდროინდელი მერყეობის მიუხედავად, ოქროს ფასები ისტორიულად კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამ მხრივ, მკითველისთვის საინტერესოა თიბისი კაპიტალის 2 აპრილის პუბლიკაცია „ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში“.

რაც შეეხება სხვა საშუალოვადიან ფაქტორებს, საგარეო ბალანსი უმჯობესდება, საინვესტიციო ნაკადები და საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაზრდილია, დაკრედიტების ზრდა კი ნორმალიზდა. საერთო ჯამში, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება – შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი. უფრომეტი ანალიტიკა პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

PM Irakli Kobakhidze Source: FB
GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Garibashvili says corruption case was designed to ‘destroy’ him politically

Adjara Prosecutor’s Office arrests a lawyer for influencing a victim

Poland tightens entry rules for workers from Georgia, Colombia and Venezuela

Kobakhidze confirms fuel supplies to occupied Abkhazia were agreed with Georgian government

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today