• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

by Georgia Today
May 15, 2026
in GEO
Reading Time: 2 mins read

რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ – კომენტარები მკითხველებისგან

მისასალმებელია, რომ მარტში გამოქვეყნებულ ერთგვერდიან შეჯამებას, თუ რა ვალუტებში უნდა ისესხონ მსხვილმა ბიზნესებმა, საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს, თუმცა, მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის“ ეს ფორმატიც ღირებულია. მეორე მხრივ, რუსთაველისნათქვამია ისიც, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“.

ამდენად, ვაგრძელებთ მკითხველზე მორგებული პუბლიკაციების სერიას, რომელთა მიზანიც თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო აქტიურად დამკვიდრების ხელშეწყობაა. დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ მკითხველებისგან მიღებულ კომენტარებსა და უკუკავშირს ეთმობა.

სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, გვსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია არა მხოლოდ სახელითაა სტრატეგია, არამედ შინაარსითაც. სტრატეგიასა და გეგმას შორისფუნდამენტური განსხვავებაა: გეგმა გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობაა, ხოლო სტრატეგია – გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა არ უნდა გაკეთდეს. როგორც ამ მიმართულების ერთ-ერთიმოწინავე სპეციალისტი როჯერ მარტინი ამბობს, თუ სტრატეგიის საპირისპირო გადაწყვეტილება აშკარად მცდარია, მაშინ კომპანიას სტრატეგია, უბრალოდ, არც გააჩნია. ამდენად, პრაქტიკაში ბევრია დამოკიდებულიკონკრეტული ბიზნესის რისკის აპეტიტსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. თუმცა, საერთოა სარგებლის ძირითადი წყარო: მომგებიანობის ზრდა და რისკის შემცირება კომპანიისა (მიკრო) და ეკონომიკის (მაკრო) დონეზეანალიზის სინთეზის შედეგად.

რაც შეეხება უშუალოდ კომენტარებს, პუბლიკაციაში განხილულ საკითხებს შორისაა სესხის აღებისას ლარში, აშშ დოლარსა და ევროში რეკომენდირებული სტრუქტურის წინა პერიოდებთან შედარებით ცვლილების მიზეზებიდა მასშტაბი. აღნიშნულია, რომ, სავალო ვალდებულების აღებისას, ეროვნული ვალუტის ოპტიმალური წილის განსასაზღვრად მეტად მნიშვნელოვანი არა ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, არამედ ლარის სავაჭროპარტნიორებთან შეწონილი გაცვლითი კურსია. მაგალითისთვის, სხვა თანაბარ პირობებში, თურქული ლირის გაუფასურება გარკვეულწილად აუცილებლად აისახება ლარზე, იმის მიუხედავადაც კი, თუ თავდაპირველად აშშდოლარის მიმართ გაცვლითი კურსი უცვლელია. სწორედ ეფექტური გაცვლითი კურსის წონასწორული მდგომარეობის – და ამ წონასწორულ მდგომარეობასთან გადახრის – შეფასებით არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, ზედმეტად გაუფასურებული ან გამყარებული ხომ არ არის ლარი.

აღნიშნული მიზნისთვის, ისევე როგორც ევრო/დოლარის წყვილის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალს საკუთარი რაოდენობრივი მოდელები აქვს შემუშავებული, რომლებიც პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შედეგად, მიღებულიშეფასება გაცვლითი კურსების ცვლილების მოსალოდნელ ტრაექტორიაზე ღირებულ ინფორმაციას იძლევა, რაც შემდგომ სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს.

რასაკვირველია, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროგნოზირების ჩარჩოც. მაგალითად, მიმდინარე შეფასებით, ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტადგაუფასურებულია. ეს, სხვა თანაბარ პირობებში, ლარში ნაკლები სესხის აღების არგუმენტია, რადგან ლარის წონასწორულ ნიშნულამდე გამყარების ალბათობა მეტია. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეფასებით, საშუალოვადიანპერიოდში უკრაინაში ომის დასრულების სცენარის წმინდა ეფექტი ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურია, რაც უკვე ლარში მეტი სესხის მხარდამჭერი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის ჩარჩო სწორედ ამ ფაქტორებისდაბალანსებასა და საბოლოო რეკომენდაციაში ასახვას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ ჩარჩო ძირითადად საშუალოვადიანი პერიოდის მიზნებისთვის არის განკუთვნილი, რადგან მოკლევადიან პერიოდში გაცვლითი კურსები, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, წონასწორული ნიშნულებიდანხშირად გადახრილია. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ნიშნული, არამედ ცვლილების ტრაექტორიაც. კერძოდ, გაცვლითი კურსის ცვლილების მოსალოდნელი მიმართულება ღირებულინფორმაციას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული თარიღისთვის წონასწორული ნიშნული სრულად ჯერ მიღწეული არ იქნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით მოკლევადიანი პროექტებისთვის.

პუბლიკაციაში ასევე მოცემულია სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე, რომლებიც მოიცავს ლარის, აშშ დოლარისა და ევროს ზედმეტად გამყარებისა და გაუფასურების პერიოდებს. ამ მხრივ, სხვებთან ერთად, მკითხველისთვის საინტერესოა 2023 წლის ეპიზოდი, როცა, ჩვენი შეფასებით, ლარი ზედმეტად გამყარებული იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვნად მეტი სესხის აღების რეკომენდაციაში აისახა დასაკმაო სარგებლის მომტანიც გამოდგა.

გარდა ამისა, განხილულია ჩარჩოს პოტენციური სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია. მკითხველს შევახსენებთ, რომ მხოლოდ ერთი მდგენელის – გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების – გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. შედარებისთვის, ამავე პერიოდშიკორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი 16.9 მილიარდი ლარის ეკვივალენტს შეადგენდა.

პოტენციური სარგებლის მიღმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა წარმატების რეალური შემთხვევები. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონებისსექტორში. ბოლო პერიოდში საყურადღებო წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს.

ამასთან, გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად გამოაქვეყნებს უფრო ზოგად რეკომენდაციებსაც, რომლებიც ხელსაყრელია ძირითადიპრინციპების ილუსტრაციისთვის და, უკუკავშირის თანახმად, მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.

ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩარჩო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად მულტისავალუტო სტრუქტურის მქონე ეკონომიკებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ქვეყნების მაგალითები, შესაბამისსექტორებთან ერთად, თიბისი კაპიტალმა საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგინა.

მართალია, მოცემული პუბლიკაცია უკვე საკმაოდ გასცდა ერთგვერდიანი შეჯამების ფარგლებს, თუმცა სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ბევრი ფაქტორიცაა, როგორებიცაა:

  • როგორ განვსაზღვროთ, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული;
  • მართლაც არის თუ არა რისკი სრულად ადგილობრივ ვალუტაში სესხის აღება;
  • რატომ მოიაზრებს მულტისავალუტო კალათა ლარში ნაკლები სესხის აღების რაციონალს;
  • რატომ შეიძლება იყოს ოპტიმალური უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფუნდამენტური ფასი ლარშია;
  • არის თუ არა გაცვლითი კურსის სავალუტო რისკზე გადაცემის არხი არაწრფივი;
  • როგორ აისახება ბიზნესის ციკლურობა სესხის სავალუტო სტრუქტურაზე;
  • და ა.შ.

დროისა და ფორმატის გათვალისწინებით, ამ ფაქტორებზე დამატებით უფრო ვრცლად მომავალში ვისაუბრებთ. დასკვნის სახით, გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათშემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

Tags: TBCTBC capital
ShareShareTweet

Related Posts

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
GEO

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

May 21, 2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის  გამარჯვებულია
GEO

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის  გამარჯვებულია

May 21, 2026
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
GEO

თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

May 20, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Demand for irrigation services triples in Georgia

Vincent Peirani – The Accordionist as Architect of the Intimate and the Expansive in Tbilisi, Georgia

PACE Monitoring Committee: Conditions for genuinely democratic elections do not currently exist in Georgia

Finance Ministry investigation service arrests six in corruption, illegal business cases

PACE Monitoring Committee: Democratic backsliding and pressure on opposition, civil society continue in Georgia

TI: Poti’s strategic sectors concentrated among business and political groups

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today