• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

by Georgia Today
May 12, 2025
in GEO
Reading Time: 1 min read

სამი წლის წინ, როცა წნორში  ხორბლის ყანას ჭია გაუჩნდა, ფერმერმა  ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი  დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5 % -ს აზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და  ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლა.  დრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეში შეწამლეს… რაც მთავარია – უდანაკარგოდ.

 

ძმებ მირიანაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს შეიძინეს და საოჯახო ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარეს. ახლა, ამ ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავთ.

 

აღმოჩნდა,რომ  ნიადაგი და ადამიანი ერთმანეთს ჰგავს- ერთფეროვნება და სიახლეების მიუღებლობა ორივეს თანაბრად ფიტავს.

 

„მცენარეთა მონაცვლეობა აუცილებელია. მაგალითად, მუდმივად ხორბალს ვერ დათეს, ნიადაგს ცუდ მდგომარეობამდე მიიყვან.  მემარცვლეობაში თესლთბრუნვა და ახალი ჯიშების შემოტანა აუცილებელია.  წელს ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესე, რომელიც   დაავადების მიმართ გამძლეა და ცხობისთვისაა იდეალური.“- გვიხსნის ვასილ მირიანაშვილი.

 

წლებს გამოცდილება თავისით არ მოაქვს. ძმებს ბიზნესში ფუნქციები გაყოფილი არ აქვთ, თუმცა ორივე მუდმივად ყანაში, ან მის ირგვლივ ტრიალებს. აკვირდებიან პროცესებს, ყველა ახალი პრეპარატის ბაზარზე გამოჩენისას სიღრმისეულად იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან გადიან. მართალია,  საკუთარი ხორბლით პურს არ აცხობენ, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც შეუძლიათ  ხარისხის ამოცნობა.

 

„ივლისში როგორც კი მოსავალს აიღებ, ნიადაგი მაშინვე უნდა  დაამუშავო, რომ სარეველა არ განვითარდეს. შემდეგ გვალვის რისკია, რის დროსაც მიწა გასკდება და ფენას დავკარგავთ. მემარცვლეობა მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებას“-ამბობს ფერმერი.

 

კახეთში ხორბლის მოყვანას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ალაზნის ველის ტერიტორია, სადაც წნორიც მდებარეობს, ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა და იდეალურია მარცლეულის მოსაყვანად. “კარგ შედეგად ერთ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლის მიღება ითვლება. ყოფილა შემთხვევა 7 ტონაც აგვიღია. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ  საქართველოში გვექნება საშუალება რომ მოთხოვნის 45 % დავაკმაყოფილოთ”- განმარტავს მირიანაშვილი.

 

თუმცა, სიზუსტე წარმატების ფორმულისთვის ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ცოდნას, გამოცდილებას, მცენარეებისადმი ზრუნვას და სწორ გადაწყვეტილებებს ამ ბიზნესში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იღბალი- ( ამ შემთხვევაში “ამინდი” ემატება).

 

ვენახისგან განსხვავებით, პურის ყანას უამინდობისგან ვერაფრით დააზღვევ. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ასეთ დროს, კი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სანდო ფინანსური ინსტიტუტია. წლებია მარიანაშვილები თიბისის იაფი აგროსესხით სარგებლობენ.

 

„ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც  ყანა დაისეტყვა და მოსავლის მხოლოდ 30 % ამიღია. აქ ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი არ ყოფილა. ნდობა არის ის, რაც მეწარმეს და ბანკს უნდა აკავშირებდეს. თიბისის ასეთ დროსაც გაუგრძელებია ჩემთან თანამშრომლობა, იმიტომ  რომ მენდობა მეც და ჩემს საქმესაც. ეს ურთიერთობა უკვე წლებია გრძელდება, რაც სიმშვიდის, პარალელურად კი განვითარების საშუალებას მაძლევს“-ამბობს ფერმერი.

 

განვითარების გეგმებში კი  სამაცივრე მეურნეობა და ახალი ფართობის ათვისებაა, სადაც სურთ მრავალწლიანი ნარგავები გააშენონ.

 

 

 

 

 

Tags: TBC
ShareShareTweet

Related Posts

Archi Donates Over GEL 200,000 Worth of Evergreen Trees to Rustavi
GEO

„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

May 23, 2026
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
GEO

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

May 21, 2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის  გამარჯვებულია
GEO

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის  გამარჯვებულია

May 21, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

EU External Action Service to opposition alliance: Georgia remains high on our agenda

Former deputy head of Georgia’s State Security Service detained on bribery charges

Food Gallery production suspended after suspected poisoning of 36 people

Students raise 200,000 GEL for children with Duchenne in live marathon

Socially vulnerable families to apply online from July 1

Russia restricts flower imports from Armenia

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today