• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით „პლანტველის“ ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება

by Georgia Today
December 3, 2022
in GEO, Uncategorized
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით „პლანტველის“ ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება

კომპანია „პლანტველის“ ეტიკეტსა და ლოგოს ქართული ბიოპროდუქტის, განსაკუთრებით კი მარწყვის მოყვარული მომხმარებელი  უკვე კარგად იცნობს და ენდობა. „პლანტველის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მანანა ანჯაფარიძემ მარწყვის ბაღების გაშენება 2019 წელს გადაწყვიტა. იტალიიდან ჩამოტანილი ჯანმრთელი, ნაყოფიერი მარწყვის ნერგებისთვის ნატახტრის მიწა და კლიმატი თითქმის იდეალური აღმოჩნდა და ერთი წლის თავზე „პლანტველის“ გუნდმა გაწეული შრომის ნაყოფი, პირველი წარმატებაც მოიმკა – იტალიურმა მარწყვა უხვი და ჯანმრთელი ნაყოფი გამოიღო, რამაც „პლანტველის“ გუნდის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.

მანამდე კი იყო ბიომერუნეობის გაშენების რთული, მაგრამ გამოცდილებებით სავსე მცდელობები: 2018 წელს, ადგილობრივ სანერგეში ნაყიდი ჟოლოსა და მაყვლის ნერგები, რომლებიც კომპანიამ ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით 3 ჰა მიწაზე გააშენა, დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს ერთ წელიწადში ბაღების მთლიანად ამოთხრა და დაავადებული ნიადაგის მკურნალობა მოუწიათ.

თუმცა, მანანა ანჯაფარიძე ზარალს და წარუმატებლობას არ შეუშინდა და იტალიელი კონსულტანტის, ფრანკო ზენტის რჩევით და დახმარებით, იგივე მიწაზე, ახლა უკვე იტალიური მარწყვის რემონტანტული ჯიშის ნერგების გაშენება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა და ერთი წლის თავზე ყველა დაარწმუნა, რომ მის მიერ დაწყებული უკომპრომისო, შრომატევადი და სირთულეებით სავსე საქმე – ბიოპროდუქტის წარმოება – სასარგებლოს გარდა მოგების მომტანიც იყო.

თიბისისა და ბიომეურნეობა „პლანტველის“ ურთიერთობა სწორედ 2019 წელს დაიწყო, როცა მანანა ანჯაფარიძე მარწყვის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას შეუდგა, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით მეურნეობა ტრაქტორით, ღობით, შიდა გზებით, 150 მეტრიანი ჭაბურღილითა და  რეზერვუარებით, სველი წერტილებითა და საჩრდილობელით აღჭურვა და მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა.

პარტნიორობა ამით არ დამთავრებულა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარწყვის  ძირები გაცილებით ჯანმრთელი და ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი მას იტალიურივე კონსტრუქციით გადახურავდნენ. თბისისი მხარდაჭერითა და ფრანკო ზენტის რჩევით, „პლანტველიმ“ ეგრეთწოდებული გვირაბული სისტემის სათბურები იტალიიდან საქართველოში ჩამოიტანა და ნატახტრის ბიომეურნეობაში დაამონტაჟა.

„ჯიშებმა, რომლებიც ჩვენ იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ნატახტარში ძალიან კარგად იხარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უჭირთ ზაფხულის ცხელი დღეების, ჭარბი ნალექებისა და ქარების გაძლება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ცოტა ჩვენც დავეხმაროთ მარწყვს იმ პროცესების გავლაში, რაც მას  სჭირდება იმისთვის, რომ უხვი და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს. გვირაბული სათბურები სპეციალურად მარწყვის კულტურაზეა გათვლილი, მას აქვს სპეციალური, დამცავი ფირი და მზისგან დამჩრდილავი ბადე, რომელიც იცავს მას ზედმეტი სიცხისგან. მარწყვი დაცულია, ასევე, სეტყვისგან და ქარისგანაც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო. თიბისის დახმარებით შარშან დავამონტაჟეთ ეს სათბურები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემებიც მოგვარებულია. პირველი წელია, რაც მოსავალი მივიღეთ – 1ჰა-ზე 20ტ. მარწყვი, რაც საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობაა. ამავდროულად, პირველი წელია, მოგებაზეც გავედით. მომავალ წლებში კი უფრო მეტ მოსავალს ველოდებით,“ – ამბობს მანანა ანჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორი ტექნოლოგიის და მეთოდების გამოყენებით მარწყვის მეურნეობა გაცილებით მომგებიანი ბიზნესი გახდება, ვიდრე დღეს არის.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შემდეგ წლებში „პლანტველი“ მარწყვის რემონტანტული ჯიშებისგან კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელოდება. გეგმა კი სათბურებში დამატებით სავინტილაციო სისტემის დამონტაჟებას გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შიდა სივრცეში ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ამ სისტემამ კი მზის ენერგიაზე უნდა იმუშაოს, შესაბამისად, მანანა ანჯაფარიძე „პლანტველის“ მეურნეობაში მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს.

გარდა ამისა, კომპანია მეურნეობის გაფართოებას და ბიზნესის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს. მალე „პლანტველი“ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

ShareShareTweet

Related Posts

New Pope, Leo XIV: God loves us all, unconditionally
Highlights

New Pope, Leo XIV: God loves us all, unconditionally

May 8, 2025
Habemus Papam…Bishop Robert Prevost Named Pope
Highlights

Habemus Papam…Bishop Robert Prevost Named Pope

May 8, 2025
Vogue France launches spotlight on Georgia in new tourism campaign
Uncategorized

Vogue France launches spotlight on Georgia in new tourism campaign

May 6, 2025

Recommended

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

12 months ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Limited Ceasefire Marred by Ongoing Strikes and Drone Activity

“Georgia is now where Belarus was in 2020… It’s crucial you don’t repeat our mistakes”

Grand Opening of Costa Coffee Georgia: New Premium Coffee Experience in the Heart of Tbilisi

Estonia revokes visa-free regime for holders of Georgian diplomatic passports

US Embassy: No explosives found in malls, security alert lifted

Georgia’s National Handball Team qualifies for the European Championship

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today