• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის მხარდაჭერით, ,,თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა

by Georgia Today
December 20, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის მხარდაჭერით, ,,თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში ,,თეგეტას“ ახალი კომპლექსი აშენდა. ერთ ჰექტარზე „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსის“ შოურუმებია განთავსებული.

„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის ტერიტორიაზე სრულიად ახალი შოურუმი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი, განახლებული სერვისცენტრი და სასაწყობე სივრცეა განთავსებული.

ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. მეტი ხელმისაწვდომობისთვის კი შოურუმის ეზოში ხუთი ელექტროდამტენი განთავსდა.

შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვახტანგ კაჭარავა, ,,თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: ,,ავტომომსახურების ეს ცენტრი გამორჩეულია როგორც კონცეფციით, ასევე ინვესტიციის მოცულობით, რაც 60 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. უკვე თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია,  საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრების და შოურუმების მშენებლობაა. სწორედ ასეთია ახალი სივრცე ვაკეში, სადაც 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ.“

გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვარ რომ 1 თვის განმავლობაში, „თეგეტამ“ ჩვენი მხარდაჭერით ჯერ „ვოლვოს“ ინოვაციური შოურუმი, ახლა კი მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გახსნა. 25 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, “თეგეტამ” თიბისისთან პარტნიორობით, ქართული ავტოსერვისი განავითარა და საერთაშორისო დონეზე აიყვანა. თუმცა, ჩვენი თანამშრლმლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ავტოინდუსტრიით. „თეგეტა ჰოლდინგს“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, ჯამში 4-ჯერ აქვს ობლიგაციები განთავსებული. თიბისითვის, როგორც ქართული ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, წარმატების ინდიკატორი სწორედ ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული პროექტებია.“

ახალი შოურუმი და განახლებული სერვისი გამორჩეულია ,,თეგეტა მოტორსის“ იმ 29 სერვისცენტრს შორის, რომელსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს.

მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე, უახლესი დანადგარების გამოყენებით მომხმარებელს ,,თეგეტას“ მაღალკვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. ცენტრში როგორც სწრაფი, ასევე სრული სერვისია ხელმისაწვდომი.

სერვისში საგანგებოდ მოეწყო ფუნდამენტები მაღალი სიზუსტის მქონე, თანამედროვე დანადგარებისთვის. მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება სერვისის დრო.

განახლებული სერვისცენტრი მეტი უსაფრთხოებისთვის CO2-ის დეტექტორებით აღიჭურვა. დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე უკვე 28 წელია, ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ არა მხოლოდ გააფართოვა საქმიანობის არეალი, არამედ რეგიონის მასშტაბით ავტომომსახურების მაღალი სტანდარტი შექმნა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ხარისხის საზომად იქცა.

ShareShareTweet

Related Posts

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
GEO

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

June 27, 2025
Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
GEO

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

June 26, 2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
GEO

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

June 26, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

2 months ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

1 year ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

European Court of Human Rights begins consideration of Mzia Amaglobeli’s case

Amendments: Only high council of justice to decide on courtroom recording

Norwegian MFA: Arrests of Georgian opposition leaders are unprecedented attack on democracy

Prosecutor charges Poet Zviad Ratiani with assaulting officer

French Minister for European Affairs: Repression of the opposition in Georgia is unacceptable

US-brokered ceasefire calms flames in Israel‑Iran crisis, but situation is fragile – what’s at stake

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today