• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

by Georgia Today
December 20, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

თიბისის ტექგანათლების პროგრამა – ეს არის ტექნოლოგიური განათლების მიმართულების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი ცოდნა მისცეს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

19 დეკემბერს თიბისის ტექსკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექსკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექსკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.

„თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ზუსტად ერთი წლის წინ თიბისიმ განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. პროგრამის ფარგლებში, თიბისი, ყველა უფროსკლასელს სრულად დაფინანსებულ 9 ტექნოლოგიურ ონლაინ კურსს სთავაზობს.

2023 წელს მთელი საქართველოდან 1200-ზე მეტი უფროსკლასელი უკვე დაეუფლა მომავლის პროფესიებს, მათ შეისწავლეს – ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია და UI/UX დიზაინი. გარდა ონლაინ კურსებისა, თიბისი უფროსკლასელებს კომუნიკაციების სახელოსნოში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს.

თიბისის განათლების მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის რისკების და თიბისი IT აკადემია. რისკების აკადემია – საბანკო სექტორით და რისკების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი უნარების შესწავლას და განვითარების შესაძლებლობას. IT აკადემიაში კი ამჟამად, ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

თიბისი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებს: Data bootcamp-ი გურჯაანში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში, რობოტიქსის ოლიმპიადა, ინოვაციების ბანაკი, Technovation Girls და სხვა.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ტექნოლოებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ShareShareTweet

Related Posts

მიიღეთ  თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
GEO

მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

May 1, 2025
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
GEO

თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო

May 1, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 1, 2025

Recommended

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

12 months ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Ukraine Latest: Limited Ceasefire Marred by Ongoing Strikes and Drone Activity

“Georgia is now where Belarus was in 2020… It’s crucial you don’t repeat our mistakes”

Grand Opening of Costa Coffee Georgia: New Premium Coffee Experience in the Heart of Tbilisi

Estonia revokes visa-free regime for holders of Georgian diplomatic passports

US Embassy: No explosives found in malls, security alert lifted

Georgia’s National Handball Team qualifies for the European Championship

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today