მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმეწარმეებს გადახდების მიღების კიდევ უფრო მრავალფეროვან და მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს.
დღეიდან, თიბისის მომხმარებელ მეწარმეებსშესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ობიექტებში, QR კოდით გადახდის ფუნქციონალი დანერგონ. პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას კი, მომხმარებლები მეწარმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მომენტალურად, როგორც თიბისის, ისე – სამი სხვა ბანკის მობაილბანკით შეძლებენ.
ახალი ფუნქციონალით სარგებლობა სრულიად უფასოა, როგორც მეწარმეებისთვის, ისე – მათი პროდუქციის/სერვისის მომხმარებლებისთვის და მათ არანიაირი საკომისიო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, რომელი ბანკის მობაილბანკიდანაც არ უნდა გადარიცხონ თანხამეწარმის ანგარიშზე.
თანხის QR კოდით გადახდის პროცესი ძალიან მარტივიადა ამისათვის, პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას,მობაილბანკში, პირადი ან საბანკო ანგარიშის მითითებასაჭირო აღარ არის. მეწარმე თიბისის ბიზნეს მობაილბანკიდან აგენერირებს QR კოდს, ბეჭდავს მას და განათავსებს საკუთარ ობიექტში. მომხმარებელი კი, მობილური ტელეფონის კამერით, ობიექტში განთავსებული QR კოდს ასკანერებს და მისთვისსასურველი ბანკიდან მომენტალურად რიცხავს თანხასმეწარმის ანგარიშზე.
ახალი ფუნქციონალი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე – მეწარმის დროს და გადახდების პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის.
„თიბისიში, მომხმარებლების უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე კი, ვნერგავთ იმ ინოვაციურ გადაწყვეტებს,რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე მეწარმეებისთვის QR კოდით თანხის ჩარიცხვის ფუნქციონალის დანერგვაც. დარწმუნებული ვარ, ახალი შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის გამოცდილებას, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე – მეწარმეებისთვის და მათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს’’, –ანა კახურიშვილი, თიბისის ალტერნატიული გადახდების გუნდის ლიდერი.
QR კოდით გადახდის ახალი ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: QR გადარიცხვები ბიზნესისთვის | თიბისი ბანკი












