• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

„დაისის“ ტრიუმფალური დაბრუნება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე

by Georgia Today
May 3, 2023
in GEO
Reading Time: 1 min read
„დაისის“ ტრიუმფალური დაბრუნება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე

„დაისის“ პრემიერამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი ტრიუმფით ჩაიარა. სპექტაკლის დასასრულს მაყურებელი ვერ ფარავდა აღფრთოვანებას, “ბრავოს” შეძახილები და ხანგრძლივი ოვაციები დიდხანს არ ნელდებოდა. 29 და 30 აპრილი იყო მუსიკის, ხელოვნების ნამდვილი ზეიმი. მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ ყველანი – თეატრის ახალგაზრდა სოლისტები, სახალხო არტისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

“დაისის“ პირველი დადგმიდან 100 წელი გავიდა. თბილისის ოპერის თეატრმა ახალი დადგმის პრემიერა სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვია.

რევაზ ტაკიძე  – დამდგმელი დირიჟორი: „ დაისის“ პრემიერიდან გავიდა 100 წელი. ამ საიუბილეო თარიღისთვის ძალიან გულდასმით ვემზადებოდით. ეს არის ახალი დადგმა. „დაისი“ საყვარელი ოპერაა, არა მარტო ჩვენი თეატრისთვის, არამედ ყველასთვის. რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა? არაჩვეულებრივი ლიბრეტო აქვს. მუსიკალურ-სცენიური სახეები საოცრად არის ჩამოყალიბებული, რასაც იშვიათად ნახავთ სხვა ოპერებში. მთელი მუსიკალური საზოგადოება ელოდებოდა ამ ოპერის დაბრუნებას.“

გოჩა კაპანაძე – დამდგმელი რეჟისორი: „ ძალიან ვღელავდით, პირველ რიგში იმიტომ რომ დიდი ხანია „დაისი“ არ დადგმულა ქართულ სცენზე. მეორეს მხრივ რომ სრულდება 100 წელი ამ ოპერის დაწერიდან. გიზო ჟორდანიას უნდა დაედგა ეს ოპერა. ეხლა მე მომიწია დადგმა, მის მოწაფეს. შესანიშნავი მომღერლები ასრულებენ, შესანიშნავი მხატვრობაა, შესანიშნავი ქორეოგრაფია. ამ ოპერაში სიყვარულის ისტორია თავისი ტრაგიზმით სამშობლოს ბედისწერასთან არის გადაჯაჭვული. ეს ყველაფერი უფრო ახლებურად არის დანახულიყო, უფრო მეტი დრამატიზმი გაჩნდა, ურთიერთობაში უფრო მეტი მძაფრი გრძნობები გაჩნდა. პირველად შესრულდა „თავი ჩემო“-ს ინტერმეცო, რომელიც  არასოდეს გაჟღერებულა ფალიაშვილის შესრულების შემდეგ, რაც ჩვენთვის დამატებითი მუხტიც არის და დამატებითი პასუხისმგებლობაც. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბადრი მაისურაძეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომ ესეთი ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო რომ ოპერის თეატრში გამეკეთებინა სპექტაკლი.“

გიორგი ალექსი მესხიშვილი – სცენოგრაფი, განათების და კოსტიუმების ავტორი: „სხვანაირად არის დანახული „დაისი“. მე არ მაქვს აქ ურმები, არ მყავს გლეხები და თავადები. აქ გუნდი არის მასა, რომელიც ფონს ქმნის. იდეაა იყო ის, რომ აქ ფშავ-ხევსურეთის თემა გადმომეტანა კოსტიუმებშიც და დეკორაციებშიც. უფრო სიმბოლოები არის აქ – მზე, ნატვრის ხე, რაც აბსტრაგირების საშუალებას იძლევა. არ მინდოდა გამეორება იმისა, რაც სხვებს აქვთ გაკეთებული. ამ სპექტაკლის გაკეთებას ჩემი მხრიდან დაჭირდა 1 წელი, მოფიქრება, მაკეტის და კოსტიუმების გაკეთება, შესრულება. ძალიან დიდი შრომა ჩატარდა. ერთია მაკეტის და დეკორაციის გაკეთება და მეორეა ამის დადგმა და ათვისება სცენაზე.“

ილიკო სუხიშვილი – ქორეოგრაფი: „ დიდი ილიკოსთვის, ბაბუისთვის, თბილისის ოპერა იყო ძალიან მშობლიური ადგილი. ფაქტიურად აქ დაიწყო მისი მოღვაწეობა, ნინოც აქ გაიცნო და ძალიან ბევრი აკავშირებდა ოპერასთან. ქართულ ოპერებში, სადაც ქართული ქორეოგრაფიული პარტიები იყო, ზაქარია ფალიაშვილი ბაბუას ეძახდა და ისინი ერთად მუშაობდნენ ამ ოპერებზე. მაშინ ნამდვილი პრემიერები იყო. იმის მერე 100 წელია გასული. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მუსიკა არის კლასიკური, იმას ვერ შეცვლი და ამიტომ ქორეოგრაფია დიდად არ იცვლება. ჩვენ შევეცადეთ აღგვედგინა ცეკვები ისე, რომ არ შეცვლილიყო კლასიკური სტილი და ყოფილიყო ის ხასიათი, ის შეგრძნება, ის გარემო რაც ოპერა „დაისს“ ახლავს. ჩემთვის ეს პირადად ყველაზე საყვარელი ოპერაა ქართულ ოპერებში. დიდი სიხარულით მონაწილეობს ყველა მოცეკვავე ამ პროექტში.“

ნინო სუხიშვილი – ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ დირექტორი: „განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ 100 წლის წინ დიდი ილიკო სუხიშვილი მონაწილეობდა ცეკვების დადგმაში და 16 წლის ბიჭი თვითონ ცეკვავდა წამყვან პარტიებს ამ ოპერაში. როგორც თვითონ იხსენებდა, ზაქარია ფალიაშვილი მას ფაეტონით გამოუვლიდა სახლში და მოყავდა რეპეტიციებზე. ეხლა თითქოს მეორდება ისტორია. 100 წლის შემდეგ უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა გააკეთა „დაისის“ ქორეოგრაფია. ეს არის უფრო თანამედროვე გადაწყვეტა“.

თამარ ჩხეიძე – ზაქარია ფალიაშვილის შთამომავალი: „ძალიან ბედნიერი ვარ რომ „დაისი“ დაუბრუნდა თბილისის ოპერის სცენას, იმიტომ რომ ეს ოპერა ძალიან უყვარს და ენატრებოდა ქართველ ხალხს. საოცრად ვისიამოვნე ამ შესანიშნავი დადგმით. დიდი მადლობა თეატრის ხელმძღვანელობას ასეთი საჩუქრისათვის“.

ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი: „დღეს არის განსაკუთრებული დღე, ეროვნული დღესასწაული. როგორც კი გაიხსნა ფარდა, პუბლიკას შეექმნა განწყობა. იცით რატომ? იმიტომ რომ „დაისი“ ქართულია, ეროვნულია. და როდესაც ეს შენ გეხება, უკვე ემოციური ხდები. მე მინდა მივულოცო თეატრს ეს წარმატება. დღეს არის დღესასწაული ოპერის თეატრში“.

მარინა კახიანი – მსახიობი: „ ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ არის ჩვენი საგანძური. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება 100 წლის იუბილეს დავსწრებოდი. შესანიშნავი მომღერლები, შესანიშნავი დადგმა, შესანიშნავი მხატვრობა“.

„დაისის“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  5, 6, 7, 12, 13, 14 მაისს გაიმართება.

ShareShareTweet

Related Posts

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის
GEO

ადამიანების მენეჯმენტი | 360° – თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

May 24, 2023
სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
GEO

სამარყანდში გამართულ ფორუმზე თიბისიმ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო

May 24, 2023
თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია
GEO

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია

May 24, 2023

Recommended

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

8 months ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

1 year ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

1 year ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

1 year ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

1 year ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

‘For Georgia’ member on Zelensky’s statement: Georgians will never get used to conditions created by gov’t

Roberta Metsola: Georgian people see Europe as their home, we must give them hope

President: After gaining independence, All governments chose Europe

President: Russia’s trying to strengthen its influence, Candidacy would strengthen Georgia’s status in the region

Gakharia: ‘Georgian Dream’ is preparing ground for refusing NATO membership

Batumi Cycling Festival 2023

Trending

No Content Available
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2022 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2022 © Georgia Today