• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

‘ალტე უნივერსიტეტი’ – ინოვაცია განათლების სფეროში, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

by Georgia Today
November 26, 2021
in GEO
Reading Time: 2 mins read

2021 წლის დასაწყისში „ველოქს ედუქეიშენმა“ შეიძინა „თბილისის ღია უნივერსიტეტი“  და საფუძველი ჩაეყარა ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების, „ალტე უნივერსიტეტის“ მშენებლობის პროცესს. უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძეა, რომელიც 25 წელზე მეტია ქართული ფინანსური სექტორის მოწინავე წარმომადგენელია. სწორედ მისი და „ველოქს ედუქეიშენის“ ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ნოვატორული მიდგომების დასანერგად და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღსაზრდელად, ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა ოპერირება.

“ალტე უნივერსიტეტი” საერთაშორისო მასშტაბის პოტენციალის მქონე ახალი საგანმანათლებლო ბრენდია. “საქართველოს შეუძლია გახდეს  განათლების ჰაბი რეგიონში და მოახდინოს კონკურენტუნარიანი კადრების დიდი პოტენციალის მობილიზება.“ –აღნიშნავს რამაზ კუკულაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი. 

“ალტე უნივერსიტეტის” რებრენდინგზე იტალიურმა სააგენტომ – DINN! იმუშავა და სწორედ მან შექმნა ახალი ქართული ბრენდი საგანმანათლებლო სივრცეში. “შინაარსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება – სწორედ ეს მიდგომა დავინახეთ იმ ადამიანებში, რომლებიც ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტის მხრიდან მუშაობდნენ „ალტე უნივერსიტეტის“ ბრენდის შექმნაზე. „ჩვენ გვჭირდება ისეთი კულტურული და საგანმანათლებლო ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე“ – სწორედ ეს გვიპასუხეს უნივერსიტეტის მფლობელებმა, როდესაც ვკითხეთ თუ რატომ გადაწყვიტეს ინვესტიცია სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის განვითარებაში ჩაედოთ და სწორედ ამიტომ, შეიქმნა ალტე უნივერსიტეტი – რომელიც ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად მიისწრაფვის უმაღლესი მწვერვალისკენ,” აღნიშნავს Andrea Borsetto, DINN!-ის დამფუძნებელი.

„ალტე უნივერსიტეტი“ სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 12 ქვეყნის სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში: ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა, სამართლის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს 15-მდე აკადემიურ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

„ალტე უნივერსიტეტი“-ს იდეა განათლებასა და უმაღლესი მწვერვალისკენ სწრაფვაზე აქცენტირებიდან მოდის. თავად სიტყვა „ALTE“ ლათინურია და  მწვერვალს, უმაღლეს წერტილს და მისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. უნივერსიტეტი სტუდენტს უმაღლესი წერტილისკენ ანუ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიისკენ უბიძგებს.

სტუდენტები მულტიკულტურულ გარემოში ერთდროულად სწავლობენ შერჩეული სფეროს სპეფიციკას და პრაქტიკაში ახორციელებენ მათ იდეებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს „სტარტაპ გარაჟი“, რომელიც დაინტერესებულ პირებს იდეების განხორციელებაში ეხმარება. რაც შეეხება პარტნიორებს, „ალტე უნივერსიტეტი“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტლების ქსელის „ევექსის“ სტრატეგიული პარტნიორია. ექსკლუზიური ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კი ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს “კონფუცის ინსტიტუტთან”, რის შედეგადაც „ალტე უნივერსიტეტის“ თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ჩინური ენა სრულიად უფასოდ შეისწავლოს და მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტთან და დამატებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ალტე უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ერასმუსის პროგრამებთანაც, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი სტუდენტებისთვის. 

უნივერსიტეტის მისიაა, სტუდენტებს მისცეს სრულფასოვანი ცოდნა და ყველა საჭრო უნარი, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი გრძლევადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ცხოვრობენ “ალტე უნივერსიტეტის” მიზანია, იყოს ხარისხიანი განათლების მიღების ცენტრი არამარტო ქართველი, არამედ საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც. 

უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შეიტანოს, როგორც სტუდენტების, ასევე საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში და შექმნას მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ კურსდამთავრებულებისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე შექმნის განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ აქ დასახულ მიზნებს ადამიანებმა რეალურად მიაღწიონ და შექმნან დამატებითი ღირებულება იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

“ალტე უნივერსიტეტი” ეს არის თანამედროვე, მეგობრული, სასიამოვნო გარემოს მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობას, მაგრამ ამასთანავე არის მომთხოვნი და გამოწვევებით სავსე, რაც აუცილებელია ადამიანის მუდმივი განვითარებისთვის.

ShareShareTweet

Related Posts

PM Irakli Kobakhidze Source: FB
GEO

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

August 18, 2026
GEO

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

August 17, 2026
GEO

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

August 14, 2026

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

1 year ago

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

2 years ago

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

2 years ago

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

4 years ago

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

4 years ago

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

4 years ago

GT Interview with Giorgi Badridze

4 years ago

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

4 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Garibashvili says corruption case was designed to ‘destroy’ him politically

Adjara Prosecutor’s Office arrests a lawyer for influencing a victim

Poland tightens entry rules for workers from Georgia, Colombia and Venezuela

Kobakhidze confirms fuel supplies to occupied Abkhazia were agreed with Georgian government

Kobakhidze: Erekle II’s decision to sign Treaty of Georgievsk saved Georgia and preserved its European perspective

Israeli minister calls for killing 30 to 40 Palestinians in Gaza nightly

Trending

Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2026 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2026 © Georgia Today