• ABOUT US
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • CONTACT US
Georgia Today
No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
No Result
View All Result
Georgia Today
No Result
View All Result

30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და დაჯილდოების ცერემონია თიბისი კონცეპტში გაიმართება

by Georgia Today
May 10, 2022
in GEO
Reading Time: 1 min read
30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და დაჯილდოების ცერემონია თიბისი კონცეპტში გაიმართება

11 მაისს Forbes Georgia პარტნიორებთან ერთად მეოთხედ გამოავლენს პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებს. 11 მაისსვე, თიბისი კონცეპტის სივრცეში საქართველოში პირველად, Forbes-ის ახალგაზრდული სამიტი – „Forbes Under 30 Summit“ გაიმართება.  Forbes 30 Under 30 2021-ის მთავარი პარტნიორი თიბისია, პროექტის პარტნიორია გალფი, ხოლო პროექტის ორგანიზატორია კონსიერჟ თბილისი.

Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი. წელს მეორედ, Forbes Georgia გამოავლენს საკუთარ რჩეულსაც.

გამარჯვებულების დასახელებამდე, სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდულ სამიტში, რომლის მთავარი სპიკერი თომას კლეინერია – ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორი წარმოადგენს მოხსენებას: გახდი მომავლის ლიდერი – ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში.

შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 აპლიკაციების მიღება გასული წლის დეკემბერში დაიწყო – ასეულობით აპლიკაციიდან გამარჯვებულების შესარჩევად პროექტის საორგანიზაციო ჯგუფმა სფეროს პროფესიონალებისა და ლიდერებისგან ჟიური დააკომპლექტა. სწორედ მათი დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ნოვატორები, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

„თიბისი დაარსებიდან დღემდე, უკვე სამი ათწლეულია ახალგაზრდა ლიდერების მხარდამჭერია.  ეს პროექტი პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას და მათ გაძლიერებას ეხება. ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს და მათი მხარდაჭერა ჩემი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კომპანიის ლიდერის, უპირველესი ამოცანაა.

მჯერა, რომ ფორბსის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ვფიქრობ, ფორბსის 30 წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა  და ეკონომიკურ ზრდას,“ – ქრეიგ კრამერი,  გალფი საქართველოს გენერალური დირექტორი.

„კონსიერჟ თბილისი უკვე მეორე წელია Forbes Georgia-ს 30 წლამდელთა დაჯილდოების ორგანიზატორია. წელს ერთობლივად პროექტის სულ სხვა საფეხურზე აყვანა დავისახეთ მიზნად. ძალიან მალე 30 Under 30 მიიღებს სრულყოფილი მედია პლატფორმის სახეს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეო ფორმატებისა და სხვადასხვა არხების გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში მოხდება.

ჩვენი მიზანია 30 – წლამდელთა ფორბსის სია გახდეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არამარტო საქართველოში არამედ რეგიონშიც,“ – ლიზი ხაბაზაშვილი, კონსიერჟ თბილისის დამფუძნებელი.

„Forbes Georgia-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30 Under 30 უკვე მეოთხე წელია  საუკეთესო ასპარეზია  მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის. მათ აქვთ შანსი მიიღონ მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან. ეს აღიარება და 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის მის მონაწილეებს. „ფორბსის“ და BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით ჩვენი სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

ახალგაზრდული სამიტისა და 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება Forbes Georgia-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ShareShareTweet

Related Posts

მიიღეთ  თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში
GEO

მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

May 1, 2025
თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო
GEO

თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე სწავლა დაიწყო

May 1, 2025
თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია
GEO

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

May 1, 2025

Recommended

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

Putin, Xi, and allied leaders mark Russia’s Victory Day at Moscow parade

7 hours ago
Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

11 months ago
Champion Karateka Luka Khvedeliani on the Benefits of Georgian Karate for Georgia’s Youth

Georgia to Celebrate First Europe Day with European Union Candidate Status

1 year ago
Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

Georgian Foreign Minister Holds Farewell Meeting with French Ambassador to Georgia

3 years ago
Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

Natia Mezvrishvili on Dealing with 2 Political Giants

3 years ago
Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

Giorgi Gakharia: We were Told We Were Capable of Nothing – It’s All a Lie and Ukraine is a Great Example of This

3 years ago
GT Interview with Giorgi Badridze

GT Interview with Giorgi Badridze

3 years ago
Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

Russo-Ukrainian War and Georgia – Analysis from security expert Kakha Kemoklidze

3 years ago

Navigation

  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

Highlights

Conclave elects a new pope as white smoke rises from the Sistine Chapel

Ukraine Latest: Limited Ceasefire Marred by Ongoing Strikes and Drone Activity

“Georgia is now where Belarus was in 2020… It’s crucial you don’t repeat our mistakes”

Grand Opening of Costa Coffee Georgia: New Premium Coffee Experience in the Heart of Tbilisi

Estonia revokes visa-free regime for holders of Georgian diplomatic passports

US Embassy: No explosives found in malls, security alert lifted

Trending

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia
Business & Economy

Experience Seamless Connectivity with Silknet eSIM in Georgia

by Georgia Today
June 26, 2024

Why Silknet's eSIM could be your top choice in Georgia  Since its introduction, eSIM technology has become...

Photo by the author

Virtuosity and Versatility: Marc-André Hamelin Opens Tbilisi Piano Festival 2024

May 30, 2024
  • Where.ge
  • Newspaper
  • GEO
  • Magazine
  • Old Website

2000-2024 © Georgia Today

No Result
View All Result
  • News
  • Politics
  • Business & Economy
  • Social & Society
  • Sports
  • Culture
  • International
  • Where.ge
  • Newspaper
  • Magazine
  • GEO
  • OP-ED
  • About Us
    • History
    • Our Team
    • Advertising
    • Subscription
  • Contact

2000-2024 © Georgia Today